კალათბურთი

15:12 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკა კუპატაძემ 20-წლამდელთა ფინალი იმსაჯა

მაკა კუპატაძის კიდევ ერთი აღიარება: ფიბა-ს ერთადერთმა მანდილოსანმა ქართველმა მსაჯმა ევროპის 20 წლამდე ქალთა ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა. გუშინ, კონტინენტის ახალგაზრდული პირველობის საჩემპიონო მატჩში ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში იტალია 59:53 დაამარცხა და სწორედ ამ შეხვედრას მოემსახურა კუპატაძე.

2 კვირის წინ, 30 ივნისს, მაკა კუპატაძემ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა, რაც ქართველი არბიტრის დიდი აღიარება გახლდათ, ახლა კი მაკას 20-წლამდელთა ფინალი ამსაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან იმედები გაამართლა და ევროპის წამყვან არბიტრთა ამქარში წარმატებით ჩაჯდა. მაკასთნ ერთად ფინალს რუმინელი ფაბიანა მარტინესკუ და თურქი იალმან ოზლემი მოემსახურნენ.

კუპატაძეს მომავალ აგვისტოს კიდევ მოუწევს ევროპირველობაზე მსაჯობა. ამჯერად ქართველი მსაჯი 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატზეა მიწვეული.

0.147832