ჩოგბურთი

15:31 | 25.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაკა და ოქსანა წინ მიიწევენ

გერმანიის ქალაქ ბიბერახში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა მაკა ჩახნაშვილისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი. ქართველმა გოგონებმა რუსებს ვესნა მინასიევასა და ევგენია როდინას 2:6, 7:5, 11:0 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც პოლონელებს – ოლგა ბროზდასა და მაგდალენა კიშჩინსკას ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ბიბერახის ერთეულთა ტურნირს ჩახნაშვილი და კალაშნიკოვა პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ, სოფო შაფათავა კი კვალიფიკაციაში დამარცხდა.
მექსიკური აკაპულკოში 220-ათასიანი გათამაშების მეოთხედფინალში გახლავთ გასული ანა ტატიშვილიც, რომელიც ლილი ოსტერლოსთან გახლავთ შეამხანაგებული. წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გადასასვლელ მატჩში ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები სლოვენიელი ჰერცოგისა და ჩეხი ზაჰლავოვა-სტრიჩოვას მე-4 ნომრად განთესილ დუეტს გაეჯიბრებიან.
აშშ-ს ქალაქ ჰარლინგენში დაწყებულ 15-ათასიან საერთაშორისო ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ტეხასური ტურნირის საწყის მატჩში ბასილაშვილმა ბრაზილიელ ნიკოლას სანტოსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, რეიტინგში დაბლა მდგარ მეტოქესთან 4:6, 6:4, 3:6 წააგო. ცნობისთვის, ბასილაშვილი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 550-ეა, ხოლო სანტოსი – 711-ე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170125