ფეხბურთი

22:27 | 27.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

მაისურაძის გუნდი-ექსპრესი

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიასთან 2:0 მოგების შემდეგ, 5:1 სძლია კვიპროსს და ერთი ნაბიჯი დარჩა ფინალურ ეტაპამდე, რომელიც ივლისში უნგრეთში გაიმართება. საქართველოს ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევს, რათა პირველი ადგილი დაიკავოს ელიტ-რაუნდის III ჯგუფში.

კვიპროსელებს კი, ქართველებმა შავი დღე აყარეს. პირველი ტაიმის 16-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი გადაწყდა: მე-14 წუთი იყო, როცა მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, რასაც მალევე კვიპროსელთა საჯარიმოში ლუკა კიკაბიძის ინდივიდუალურად კარგი თამაში და ახლოდან გატანილი მეორე გოლი მოჰყვა. საგოლე პასი ლუკა ზარანდიასი იყო.

30-ე წუთზე თავად ზარანდიამ გაიტანა, როცა ინდივიდუალურად გასცდა მეტოქეებს და ზუსტადაც დაარტყა. ტაიმის ბოლო წუთზე ისევ ზარანდია აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, საჯარიმო ჩააწოდა და კვიპროსელმა ლოიციდესმა საკუთარ კარში გაიტანა – 4:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კიკაბიძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა 5-ბურთიანი გახადა. ქართველებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, პირწმინდად სჯობდნენ კუნძულელებს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აქეთ გაუშვეს გოლი: პენალტი დაინიშნა და პანაიოტუმ გამოიყენა – 5:1.

სამწუხაროდ, ასეთი მატჩის ნახვის საშუალება არ მოგვეცა და ეს ყველაფერი ლოზანას სტადიონიდან გადმოცემით ვიცით. გულს გვიხარებს 19-წლამდელთა ასეთი თამაში – ექსპრესივით გუნდი ჩამოაყალიბა მაისურაძემ, გამარჯვებულის მენტალიტეტით, გამართული ტაქტიკით და ყველა იმ საჭირო თვისებების მქონე, რაც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება. შედეგიც არ აყოვნებს: საკვალიფიკაციო-ელიტრაუნდიანად 5 მატჩი, 5 მოგება!

დარჩა ერთი ნაბიჯი – ისრაელი საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩანს და მაისურაძის გუნდს სრული კონცენტრაცია მართებს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. 

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტ-რაუნდი. III ჯგუფი. II ტური

საქართველო – კვიპროსი 5:1 (4:0)

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია, 74), კიკაბიძე (ბერიძე, 69), თევზაძე, გოროზია, დარციმელია (კერძევაძე, 57), ზარანდია. 

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი, 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, ა.პანაიოტუ (კ), მაკრისი (კატსიატი 90+3).

მწვრთნელი: იოანის კონსტანტინუ.

გოლები: 1:0 ცინცაძე (14), 2:0 კიკაბიძე (19), 3:0 ზარანდია (30), 4:0 ლოიციდესი (45+2, საკუთარ კარში), 5:0 კიკაბიძე (55), 5:1 პანაიოტუ (90+3, პენ.).

გაფრთხილება: კაკაბაძე (16).

მსაჯი: დანიელ გრუიჩი (სერბეთი).

ამავე ტურში ისრაელმა ვაისმანის მე-5 წუთზე გატანილი გოლით, 1:0 სძლია შვეიცარიას და საქართველოს მსგავსად, 6 ქულა მოაგროვა. თუმცა ქართველებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ და პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. 

 

1      საქართველო                                               2           2           0           0           7:1           6          
2 ისრაელი 2 2 0 0 5:0 6
3 შვეიცარია 2 0 0 2 0:3 0
4 კვიპროსი 2 0 0 2 1:9 0


ბოლო ტური:

30 მაისი, 20:00 საათი (თბილისის დროით)

ნიონი: ისრაელი – საქართველო

ლოზანა: შვეიცარია –კვიპროსი

აქვე ვთქვათ, რომ ისრაელ-საქართველოს რუმინელი მარიუშ ავრამი იმსაჯებს. ბევრს ეხსომება ეს არბიტრი: მან 2 წლის წინ, 17-წლამდელთა ნახევარფინალი იმსაჯა ჰოლანდიასა და საქართველოს შორის (2:0). მაშინ, მე-15 წუთზე, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო სიტუაციაში გააძევა ნიკა ჭანტურია.

მაისურაძის გუნდს ისრაელთან მატჩში დაუბრუნდება თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც კვიპროსთან დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა მატჩს. ისრაელს კი მარჯვენა მცველი გოლდბერგი დააკლდება.

და კიდევ: გეხსომებათ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 2 ტურის შემდეგ 2 მოგება ჰქონდა და ასევე, 5:1 და 2:0 გამარჯვებებით. ანუ, ბოლო ტურის წინ 7:1 ჰქონდა ბალანსი, ისევე როგორც ახლა. ბოლო თამაშიც იღბლიანი გამოდგა და მაისურაძის გუნდმა 2:1 სძლია ჰოლანდიას. უბრალოდ, საინტერესო სტატისტიკაა. 


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:53 | 07.04.2017
Rene santos (342)

დონემ იმიტომ აიწია რომ 6 სუსტი გუნდი რომლებიც გავარდა უმაღლესი ლიგიდან მათ შედარებით დაბალი დონის ფეხბურთელები ყავდათ.
ეროვნულ ლიგაში გუნდებს უფრო კარგ მოედნებზე უწევთ თამაში მართალია ნახევარზე მეტი გუნდი თავის ქალაქში ვერ თამაშობს მაგრამ ეს პრობლემა ნელნელა მოგვარდება
წინა წლებთან შედარებით ეხლა უფრო ნორმალური ლეგიონერები გვყავს

02:19 | 07.04.2017
ბაგი-რეი (2264)

დაძაბულობა მანამ იქნება სანამ სიმჭიდროვეა ცხრილში. აუტსაიდერი და ლიდერი გამოიკვეტება და იქ მორჩება დაძაბულობა, შვეიცარიას აქვს ჩვენნაირი სისტემა და ორი გუნდი არის ცხრილში ერთმანეტის კონკურენტი. და ბევრი რამ კარგა ხნიტ ადრე ირკვევა ასეთ ჩემპში.

02:22 | 07.04.2017
ბაგი-რეი (2264)

ესპანეთის სეგუნდაში შარშან რო იყო დაძაბული მდგომარეობა მასეთი არ მინახავს, და ოსასუნას გაუმართლა, ექვსეუში შესვლაზე ბოლო ტურში 11 გუნდს ქონდა პრეტენზია, 4 ადგილი გათამაშებული იყო)

00:34 | 07.04.2017
რაჭა (10043)

ჩვენი შემადგენლობით, რომ ჩემპიონობის პრეტენზია გექნება.....მერე იტყვიან დონემ მოიმატაო.
წარმატებები დინამოს

01:53 | 07.04.2017
Asmodea (5)

მეგობარო სისულელეს ამბობენ როგორ მოიმატებდა ჩემპიონატის დონე თუ ფეხბურტელები იგივეები არიან რაც შარშან)3-4 წლის შემდეგ შეგვეძლება დონეზე ლაპარაკი) უბრალოდ უფრო დაძაბული თამაშებია იმიტო რომ შემცირდა გუნდების რაოდენობა. რატო გგონია რო ეს დინამო ასე სუსტია?) დაცვის ფლანგებზეა პრობლემა თორე ნორმალური გუნდია წინა დინამოებზე არაფრით უარესი ვფიქრობ მეტად პერსპეკტიული/ ჩემპიონობაზე კი ვერ იბრძოლებენ წელს , ჩიხურა და ტორპედო უფრო მგონია . მაგრა ვინ იცის)

23:30 | 06.04.2017
levani82 (41682)

Asmodea

ლიტოვჩენკოც ცუდი მეკარე არაა

00:29 | 07.04.2017
რაჭა (10043)

არა...

22:20 | 06.04.2017
Asmodea (5)

ასე დავაყენებდი დინამოს შემადგენლობას
______________მიქელთაძე____არაბული
______ლობჟანიძე_________________ჩაკვეტაძე
_______________ქარდავა____კიტეიშვილი(ზარია)
_______თევზაძე__________________________________კუცია
_______________ლოჩოშვილი_________სალუქვაძე
___________________რევიშვილი

21:54 | 06.04.2017
Shevche (15054)

ზარიას რაც შეეხება, მაგის გოლი ვნახე, U21-ში, 95-ე წუთზე ლამის ცენტრიდან გაიტანა.
ახლა ეს გოლიც მაგარი იყო. როგორც ჩანს კლასნი დარტყმა აქვს. ვნახოთ.

თუმცა, ჭანკოტაძე საუკეთესო ჩანს ამ ახალგაზრდებში.

22:11 | 06.04.2017
Asmodea (5)

ჩაკვეტაძეს გულისხმობ ალბათ, კი ნამდვილად გამორჩეულია! ზარიაც კაი ბიჭია.

22:16 | 06.04.2017
Shevche (15054)

კი, ჩაკვეტაძე.
ჭანკოტაძე საიდან მოვიტანე))

21:51 | 06.04.2017
Shevche (15054)

ჩემპიონატის ფავორიტს მე გეტყვით, თუ თქვენ ვერ ხვდებით.

დინამო თბილისი მოიგებს. (დასქრინეთ ))

00:30 | 07.04.2017
რაჭა (10043)

აბა რა..

21:10 | 06.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

არაფერი რთულად პროგნოზირებადი არაა. ჯერჯერობით ყველა შედეგი გამოვიცანი DDDDDDDDD

0.093449