ფეხბურთი

16:29 | 28.11.2013 | ნანახია 1989 - ჯერ

მაისურაძის გუნდი ელიტ-რაუნდის მატჩებს შვეიცარიაში ჩაატარებს

როგორც იცით, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად გაზაფხულზე, ელიტ-რაუნდში III ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ეყოლება ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი. საქართველო I კალათაში იყო, ისრაელი მეორეში, შვეიცარია მესამეში, კვიპროსი – მეოთხეში.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ "მსოფლიო სპორტს" აცნობა, მასპინძელი იქნება შვეიცარია – არასასიამოვნო ვარიანტია, რადგან შვეიცარიას ასაკობრივებში მუდამ კარგი გუნდი ჰყავს. ოთხივე ნაკრები მზად იყო მასპინძლობისთვის, ამიტომაც ერთმანეთს ხმა არ მისცეს და წილისყრაზე მიდგა საქმე. წილისყრამ შვეიცარიას არგუნა მასპინძლობა.

მატჩები 25, 27 და 30 მაისს გაიმართება. 

ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება.  

მეტოქეებზე: კვიპროსმა საკვალიფიკაციოში მეორე ადგილი დაიკავა – წააგო მასპინძელ ჩეხეთთან 1:4, ხორვატიასთან 2:2 ითამაშა და გიბრალტარს 7:0 სძლია. კუნძულელებმა ჯგუფში ჩატოვეს ხორვატები, კერძოდ, ბურთების შეფარდებით გაასწრეს. კვიპროსელთა ბომბარდირია ფორვარდი მაკრიასი, რომელმაც ჯგუფში 4 გოლი გაიტანა.

შვეიცარიამ სლოვენიაში ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და მეორე ადგილი დაიკავა: ანდორას 4:0 სძლიეს, სლოვენიას 3:1 აჯობეს და ინგლისტან ბოლო ტურში 0:1 წააგეს. 7 გატანილი გოლიდან 4 ეკუთვნის ფორვარდ შანი ტარაშაის.

ისრაელმა შინ ჩაატარა საკვალიფიკაციო მატჩები: იტალიას 2:0 სძლია, დანიასთან 1:3 წააგო და ლიხტენშტაინი 9:0 გაანადგურა. ჯგუფში პირველზე დანია გავიდა, მეორეზე კი – ისრაელი.

საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, მშვენივრად გვახსოვს: თბილისში ჩაატარა შეხვედრები და სამივე მოიგო – უელსთან 5:1, მოლდოვასთან 2:0 და ჰოლანდიასთან 2:1.     

ლაშა კუპრაშვილის ფოტო


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:46 | 28.11.2013
levani82 (41682)

avto21

წილოსანი გამოაკელი. თამაშებს მოუკლო

00:59 | 29.11.2013
deqstera (1407)

შულაიას დამატება შეიძლება კიდე, მერანში უნდა დააკვირდნენ როგორი პროგრესი ექნება.. უმაღლეს ლიგას თამაშობს მაინც... და ჩაკვეტაძე შეიძლება პაოკში რომ გადავიდა...

17:11 | 28.11.2013
malxazichu (41)

მაგარი რთული თამაშები გვექნება, მაგრამ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ დარწმუნებული ვარ, მაგათმა მაინც გაგავახაროს კიდევ, თუ არა ეროვნული ....

17:00 | 28.11.2013
mgeladze (2467)

იმედია პირველი არხი ამჯერად მაინც გამოიჩენს გულისხმიერებას ქარტველი ხალხის მიმართ და იყიდიან იმ 3 თამაშის ტრანსლიაციას.... ნუ თუ არადა და როგორც ყოველთვის გინებაააა მოუწევთDD

16:57 | 28.11.2013
vanski25 (1248)

ზდაროვა სასტავ რავა ხართ?

16:57 | 28.11.2013
vanski25 (1248)

დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების.პატარებს არ გაუმართლად საშინლად ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ და ამათმა მაინც გაგვახარონ რა ერთხელ რა მოხდება

16:53 | 28.11.2013
deqstera (1407)

თქვენი აზრით ვინ უნდა დაემატოს ამ 19წლამდელს, მომავალ შესარჩევში ვინც ეხლა არიყო??

17:34 | 28.11.2013
GT1998 (1074)

ალეკო მზევაშვილი ლაშა დვალი და ვანო წილოსანი ან დათო დარციმელიაც შეიძლება

16:43 | 28.11.2013
რაჭა (10043)

უ -19 ქართული ფეხბურთის იმედი

16:50 | 28.11.2013
dinamo_tiflis (3394)

ძლივს არ დაგეთანხმე რაგაცაში

16:53 | 28.11.2013
რაჭა (10043)

დდდ

16:43 | 28.11.2013
M.U2015 (19400)

არაუშავს არც შემშინებია ამატი ყველას გახევა შეგვიდზლია ტუ მოვინდომეტ აბა ცინ ბიჯებო პირველი ტამაში როდის არის ვინმემ იცის

16:41 | 28.11.2013
dogo159 (126)

აუ მაგ ცუდია

16:37 | 28.11.2013
giorealist (2121)

ეე, რამხელა შეცდომა დაუშვეს. ყველა მის ქვეყანას რომ მიცემდა ხმას, ხო ცხადი იყო???
წილისყრაზე დამოკიდებულებას, ჯობდა კვიპროსისთვის მიგვეცა ხმა და ნეიტრალურზე უფრო შანსი გვექნებოდა, და თან კვიპროსზე ქეცბას ავტორიტეტი გამოგვადგებოდა..
ეხ, პედერაცია, პედერაცია..

16:48 | 28.11.2013
deqstera (1407)

მასე საქართველოში რო გამართულიყო?? შვეიცარია დაუშვებდა შეცდომას?

17:03 | 28.11.2013
mgeladze (2467)

არა მგონია ძმა შენი კრიტიკა ამჯერად გამართლებული იყოს )იმის შიშით რო შვეიცარიაში არ გამართულიყო კვიპროსსთვის მიგვეცა ხმა??ეგ სწორი იქნებოდაა შენი აზრით?

00:58 | 29.11.2013
deqstera (1407)

მერე მე რას მეუბნები მეც მაგის საპირისპირო ვთქვი :P ანუ ჩვენსაზე უნდა გვეჩალიჩა და კენჭისყრა გადაწყვეტდა, რაღა მაინცდამაინც შვეიცარია მოიგებსო მაგ პრინციპზე იყო...

16:36 | 28.11.2013
miyvarxarsaqartvelo (483)

მიდით ბიჭებო

16:39 | 28.11.2013
ukleba (17336)

აბა რააა. +1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127272