იტალიურმა “რომამ” 32 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლას მაიკონის ტრანსფერი დაადასტურა. ცნობილი გახდა, რომ გასულ სეზონში “სიტიში” მოთამაშე ფეხბურთელმა “ჯალოროსისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მაიკონი “ინტერიდან” “სიტიში” გასულ ზაფხულში გადავიდა, თუმცა ბრაზილიელმა “ქალაქელთა” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერლიგაში მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა.
მაიკონი, რომელმაც “სიტისთან” კონტრაქტი გაწყვიტა, “რომას” ფეხბურთელი საკუთარ დაბადების დღეზე გახდა.