ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი შემტევი, მაიკლ ოუენი, რომელმაც კარიერა გასულ ზაფხულს დაამთავრა, “ლივერპულს” ისევ თავის მშობლიურ კლუბად მიიჩნევს: “ლივერპულში” თამაში 11 წლისამ სტივენ ჯერარდთან ერთად დავიწყე. ეს კლუბი ყოველთვის დამრჩება გულში. “ლივერპული” ჩემი გუნდია. წლეულს სეზონი კარგად დაიწყეს და ძალიან მინდა წარმატებული წელი ჰქონდეთ. ბოლო დროს “ენფილდზე” რამდენჯერმე ვიყავი და საოცარი შეხვედრა მომიწყვეს. ცხადია, იმ გულშემატკივრებისაც მესმის, რომლებმაც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის გამო გამკიცხეს. რომელიმე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რომ ისეთ გუნდში გადასულიყო რომელსაც არ ვქომაგობ, მეც არ მომეწონებოდა,” – უთხრა ოუენმა Liverpool Echo-ს.