თამაშგარე

22:01 | 8.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ჯორდანი ქორწინდება

ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი და ამჟამად “შარლოტ ბობკეთსის” მფლობელი მაიკლ ჯორდანი ქორწინდება – იტყობინება ESPN.
2011 წლის დეკემბერში მან კუბური წარმოშობის მოდელი ივეტ პრიეტოსთან ნიშნობა გადაიხადა, უახლოეს პერიოდში კი ქორწილი იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მაიკლისთვის ეს რიგით მეორე ქორწინებაა. მისი პირველი ცოლი ხუანიტა ვანი გახლდათ, რომელთანაც საოჯახო ურთიერთობამ 1989 წლიდან 2006 წლამდე გასტანა. მაიკლს მისგან 3 შვილი ჰყავს, 2 ბიჭი: ჯეფრი მაიკლი და მარკუს ჯეიმსი, ასევე გოგონა ჟასმინი.

0.109486