მაიკ ტაისონი და მისი მეუღლე თავიანთ ფინანსურ მრჩეველს უჩივიან. წყვილის მტკიცებით ის მათ ფულს იპარავს და მიუხედავად იმ 5 მილიონისა, რომელსაც ოფიციალურად იდებს ჯიბეში, კიდევ 300,000 აშშ დოლარი აქვს მოპარული.
ტაისონმა საქმე წააგო, და ლოს ანჯელესის სასამართლოდან დამარცხებული გამოვიდა, მაგრამ პრესას განუცხადა, რომ არ გაჩერდება, სანამ მის ფინანსისტ ბრაინ ოურანდს კრიმინალში არ გამოააშკარავებს.
ოურანდისთვის ტაისონი პირველი კლიენტი არაა, ის ასევე ალენ აივერსონის, დიკემბე მუტომბოს და ჯუვან ჰოვარდის მრჩეველიც იყო.
რადგან ჩივილი უშედეგო აღმოჩნდა, ტაისონი და მისი მრჩეველი ერთმანეთში მორიგდნენ. ტაისონი აღარ ითხოვს 300,000 დოლარს, მრჩეველი კი სამსახურიდან დაითხოვა და ბოლო ცნობებით, ის ახლა მაიამიში ცხოვრობს საკმაოდ კომფორტულად და რაღაც მსხვილი კომპანიის მრჩეველის პოსტი უჭირავს.