კალათბურთი

11:08 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამის" მოგებათა სერია ჩიკაგოში შეწყდა

რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 27 მოგების შემდეგ "მაიამიმ" ჩიკაგოში წაიფორხილა და ტრავმებისაგან დატანჯულ "ბულზთან"  4 ქულიანი სხვაობით დამარცხდა 97:101. "ჰიტმა" ვერ შეძლო 1971-72 წლებში "ლეიკერსის" მიერ დამყარებული რეკორდის (ზედიზედ 33 მოგება) გამეორება ან გაუმჯობესება.

შეხვედრის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დერიკ როუზის დაბრუნება სწორედ მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ მოხდებოდა, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, "ჩიკაგომ" პირიქით, ტრავმის გამო სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთი ლიდერი, ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა მოისაკლისა, მისი ადგილი კი ნაზრ მოჰამედმა დაიკავა.

საკალათბურთო ანალიტიკოსთა მოსაზრებით "მაიამი" უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ უშუალოდ პარკეტზე ეს ასე არ გახლდათ, რადგან მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და მოედნის ყველა მონაკვეთზე ცდილობდნენ ჯარიმის ზღვართან მიახლოვებული, აგრესიული დაცვა ეთამაშათ. ერიკ სპოელსტრას გუნდი გადაღლილი ჩანდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რაც მათ ქმედებებში აშკარად შეიმჩნეოდა. კარლოს ბუზერისა და ლოულ დენგის ზუსტი სროლების შედეგად "ხარებმა" პირველი მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით მოუგეს სტუმრებს და არც მეორე პერიოდში დაუთმიათ არაფერი მოქმედი ჩემპიონებისათვის. ტომ ტიბოდოს დამოძღვრილი გუნდი დიდ შესვენებაზე 9 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 55:46.

მესამე მეოთხედში ნელ-ნელა გამოფხიზლდა "ჰიტი", მთელი სიმძლავრით ამუშავდა "დიდი ტრიო" და ამან შედეგი მალევე მოიტანა. 'ჩიკაგოს" უპირატესობამ" დნობა დაიწყო და უკანასკნელი თორმეტწუთეულის სტარტზე ეს მხოლოდ ქულას შეადგენდა. თითქოს "მაიამი" ხელიდან აღარ გაუშვებდა მოპოვებულ ინიციატივას, მაგრამ სწორედ ამ დროს აფეთქდა ახალგაზრდა ჯიმი ბატლერი, რომელიც არავის და არაფერს ერიდებოდა, მან ჯერ დაცვაში დუეინ უეიდი ისე ხისტად მიაბლოკშოტა, რომ მაყურებლებში გაისროლა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით "ალე ოპის" შედეგად კრის ბოშს გადაატენა ბურთი თავზე - United Center-ში ახალი გმირი დაიბადა. სწრაფ კონტრშეტევაზე თამაშისას რეაქტიულმა ნეიტ რობინსონმა სისხლი გაუშრო სტუმრებს და საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე საკუთარი გუნდი სოლიდური ჰანდიკაპი შეუქმნა 98:89. დარჩენილ მცირე დროში "მაიამი" ბევრს ეცადა, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა, საბოლოოდ 101:97 "ბულზის" დამსახურებული გამარჯვება.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" განაგრძობს ბრძოლას პლეი ოფში შემსვლელი მერვე ადგილის შენარჩუნებისათვის. მაიკ დანტონის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე "მინესოტასთან" 120:117.

ორივე გუნდმა უარი თქვა დაცვაში თამაშზე და ძირითადი აქცენტი შეტევაზე გააკეთა. სამწამიან ზონაში მშვენიერი გახლდათ დუაიტ ჰოვარდი, რომელმაც 25 ქულას 16 მოხსნაც მიამატა, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გასოლმაც როგორც იქნა მაღალი დონის თამაში აჩვენა და საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა, მშვენივრად დირიჟორობდა კალიფორნიელებს სტივ ნეშიც და რა თქმა უნდა კობი ბრაიანტი, რომელიც ამჯერადაც მთავარი როლის შემსრულებელი გახლდათ ამ "ბლოკბასტერში". შავმა მამბამ 31 ქულა ჩაუგდო "თიმბერვულვზს" და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი კლუბის წარმატებაში. მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე  (120:117) რიკი რუბიომ საფინალო სირენასთან ერთად ბურთი "ტბელთა" კალათისკენ ძალიან შორი დისტანციიდან გადააგდო, ბურთი არ ჩავარდა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ტყორცნის მომენტში კობიმ რიკის ხელში მიარტყა, მაგრამ მატჩის არბიტრებმა ამაზე თვალი დახუჭეს და "ლეიკერსს" გამარჯვება უბოძეს. 

წარმატებული სათამაშო დღე ქონდათ ნბა-ს "ქართულ გუნდებსაც". "ატლანტამ" კანადაში "ტორონტოს" სძლია 107:88, ხოლო "ბრუკლინმა" გასვლაზე "პორტლენდი" გაანადგურა 18 ქულიანი სხვაობით 111:93. ზაზა ფაჩულია ტრავმირებული გახლავთ და ვერ ეხმარება საკუთარ გუნდს, თორნიკე შენგელია კი "განვითარების ლიგის გუნდ "სპრინგფილდ არმორზში" არის განათხოვრებული და იქ იღებს სათამაშო პრაქტიკას.

 

ჩიკაგო - მაიამი 101:97 (32:22, 23:24, 14:22, 32:29)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (7), მოჰამედი (6), ბუზერი (21), დენგი (28), ბატლერი (17); კუკი (2), გიბსონი (6), რობინსონი (14), ტომასი, ტიგი

მაიამი: ჩელმერსი (9), ვეიდი (18), ბოში (21), ჯეიმსი (32), ჰასლემი; ალენი (7), ანდერსენი (4), კოული, ბეტიე (6)

 

მინესოტა - ლეიკერსი 117:120 (23:26, 23:24, 33:41, 38:29)

მინესოტა: რიდნური (11), პეკოვიჩი (19+16მ), კირილენკო (11), რუბიო (13), უილიამსი (15); კანინგემი (18), ბადინგერი (14), შვედი (5), ბარეა (11)

ლეიკერსი: ნეში (16), ბრაიანტი (31), ჰოვარდი (25+16მ), გასოლი (17), მიქსი (5); დუჰონი (), ჯემისონი (18), ბლეიკი (8), კლარკი

 

სან ანტონიო - დენვერი 100:99 (22:20, 29:34, 32:21, 17:24)

სან ანტონიო: პარკერი (18+11პ), გრინი (20), ლეონარდი (11), სპლიტერი (10), დანკანი (23+14მ+5დ); ჯექსონი, დიაუ (2), ჯინობილი (9), ჟოზეფი (5), ბლერი (2)

დენვერი: ლოუსონი (2), იგუადალა (10), კუფოსი (4), ფარიდი (12), გალინარი (12); მილერი (14), ბრიუერი (9), მაკგი (21), ჩენდლერი (15)

 

ტორონტო - ატლანტა 88:107 (25:20, 29:24, 21:31, 13:32)

ტორონტო: ლოური (3), დეროზანი (14), ვალანჩუნასი (19), გეი (15), ჯონსონი (7);როსი (13), ანდერსონი (12), ლუკასი (3), გრეი, ფილდსი (2)

ატლანტა: ტიგი (24+13პ), ჰორფორდი (26+12მ), სმიტი (19), კორვერი (8), ტოლივერი (7); ჯენკინსი (9), მაკი (3), ჯონსონი (9), პეტრო (2)

 

ფილადელფია - მილუოკი 100:92 (27:20, 27:28, 22:30, 24:14)

ფილადელფია: ჰოლიდეი (18), ვილკინსი (18) თ. იანგი (14), თერნერი (13), ჰოუსი (15+17მ); მოუტრი (4), რაიტი (14), აივი (2), ალენი (2)

მილუოკი: ჯენინგსი, ელისი (29),სანდერსი (15), ილიასოვა (13+18მ), დანიელსი (4); დანლივი (9), იუდო, მბა მოუტე (7), რედიკი (8), დალამბერი (7)

 

შარლოტი - ორლანდო 114:108 (20:39, 31:19, 32:24, 31:26)

შარლოტი: ვოკერი (34), ჰენდერსონი (34),ბიიომბო (11), მაკრობერტსი (6), კიდ-გილკრისტი (6); ადრიენი (6), გორდონი (8),პარგო (5), მულენსი (2)

ორლანდო: ნელსონი (13), ჯონსი (13),ჰარკლესი (18), ჰარისი (29), ოქვინი (23+11მ); მური (3), უდრიხი (9), ლემბი

 

კლივლენდი - ბოსტონი 92:93 (18:24, 27:22, 28:21, 19:26)

კლივლენდი: ლივინგსტონი (12), ელინგტონი (16), ზელერი (11),  ტომფსონი (2), ჯი (12); მაილსი (13),ვოლტონი (7), სპეიტსი (13), გიბსონი (6)

ბოსტონი: ბრედლი (3), ბასი (22), პირსი (19+10მ+8პ), ვილკოქსი (6), გრინი (21); ტერი (5), კროუფორდი (12), უილიამსი (2), რენდოლფი (3)

 

ნიუ იორკი - მემფისი 108:101 (37:25, 32:16, 17:29, 22:31)

ნიუ იორკი: შამპერტი (16), მარტინი (4), ენტონი (22), ფელტონი (13), პრიჟიონი (2); კოუპლენდი (4),კიდი (3), სმიტი (35), ნოვაკი (9),ვაითი

მემფისი: კონლი (26), ალენი (18+10მ), გასოლი (13), რენდოლფი (3), პრინსი (5); დაიე (2), პოინდექსტერი (10), ბეილისი (24), არტური

 

ნიუ ორლეანი - კლიპერსი 91:105 (26:27, 22:29, 29:23, 14:26)

ნიუ ორლეანი; გორდონი (24), ვასკესი, ლოპესი (13), დევისი (19), ამინუ (5); ანდერსონი (8), მილერი (3), ამუნდსონი (3), რობერტსი (10),მეისონი (6)

კლიპერსი: პოლი (16), ბილაფსი (11), ჯორდანი (7), გრიფინი (19), ბატლერი (13); კროუფორდი (13), გრინი (6), ჰოლინზი (6), ბლედსოუ (6), ბარნსი (8)

 

ჰიუსტონი - ინდიანა 91:100 (19:35, 30:23, 22:24, 20:18)

ჰიუსტონი: ლინი (8), ჰარდენი (22), აშიკი (8), მოტეიუნასი, პარსონსი (11); ბევერლი (9), დელფინო (5), სმიტი (18), რობინსონი (10)

ინდიანა: ჰილი (2), სტივენსონი (21), ჰიბერტი (28+13მ), ტ.ჰენსბრო (16), ჯორჯი (16); ჯონსონი (6), პენდერგრაფი (2), იანგი (2), გრინი (2), მაინმი, ოგუსტინი (5)

 

ოკლაჰომა - ვაშინგტონი 103:80 (29:23, 24:22, 30:21, 20:14)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (21), სეფალოშა (8), პერკინსი (6), იბაკა (7), დურანტი (20); მარტინი (18), კოლისონი (6), ტაბიტი (2), ფიშერი (2), ლემბი (6) ჯექსონი (7)

ვაშინგტონი: ვოლი (18+12პ), ოკაფორი (5), ტემპლი (13), სინგლეტონი (8), ბუკერი (10); სერაფინი (12), მარტინი (12), ვესლი (2)

 

იუტა - ფინიქსი 103:88 (34:23, 19:21, 22:27, 28:17)

იუტა: მო უილიამსი (8), ფოი (12), ჯეფერსონი (25), მილსაპი (12), ჰაივარდი (25); მა. უილიამსი (5), ბარქსი (5), ფეივორსი (9), ევანსი (2)

ფინიქსი: მარშალი (7), ჯონსონი (22), სკოლა (20), მარკიფ მორისი (10), ტაკერი (4);დადლი (10), გარეტი (8), ბრაუნი (2), ონილი (3), ბისლი (2)

 

გოლდენ სტეიტი - საკრამენტო 98:105 (27:24, 17:23, 22:30, 32:28)

გოლდენ სტეიტი: კარი (17+12პ), ტომპსონი (4), ბოგატი (12), ლი (20+10მ), ბარნსი (9); ლენდრი (16), ჯეკი (16), გრინი (4)

საკრამენტო: ტომასი (31), ევანსი (12), კაზინსი (14), ტომპსონი (9), სალმონსი (9); ჰოუსი (6), ტორნტონი (13), დაგლასი (5), პატერსონი (6)

 

პორტლენდი - ბრუკლინი  93:111 (17:37, 24:27, 28:31, 24:16)

პორტლენდი: ლილარდი (15), მეტიუსი (5), ჰიქსონი (8), ოლდრიჯი (24), ბატუმი (6); ლეონარდი (11), ფრილანდი(2), კლავერი (2), პრაისი, მეინორი (8), ბარტონი (5), ბაბიტი (5), სმიტი (2)

ბრუკლინი: უილიამსი (6), ბოგანსი (11), ლოპესი (28), ევანსი (22+26მ), ვოლესი (12); ბლაჩი (12), ვოტსონი (4), ჰამფრიზი (4), ბრუქსი (12), ტელეტოვიჩი

0.167255