ჩოგბურთი

20:29 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის მასტერსის მეორე წრეში, ლეიტონ ჰიუიტი ჟილ სიმონს დაუპირისპირდება

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა, წარმატებულად დაიწყო მაიამის მასტერსზე ასპარეზობა. ტურნირის პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა პორტუგალიელი ჟოაო სოუზა ანგარიშით 6:1,7:6.

შეხვედრა 1 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ლეიტონმა ხუთჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი არცერთხელ დაუკარგავს. ჰიუიტის ანგარიშზე ასევე გახლდათ 11 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა, პორტუგალიელმა კი, 1 ეისის წილ, ერთბაშად 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ეს, ამ ჩოგბურთელთა კარიერაში პირველი დაპირისპირება აღმოჩნდა. ტურნირის მეორე წრეში, ჰიუიტი გამოცდილ ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდება.

 

0.11566