კალათბურთი

11:10 | 4.06.2013 | ნანახია 3827 - ჯერ

“მაიამი” სუპერფინალშია

“მაიამიმ” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მეშვიდე მატჩში წარმატებაზე ფიქრის მცირე შანსიც კი არ დაუტოვა “ინდიანას”, გაანადგურა რა მეტოქე 23-ქულიანი სხვაობით (99:76) და ბოლო 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიპოვა სუპერფინალის საგზური.

პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გაილია, რომელიც “პეისერსისთვის” იდეალურად მიმდინარეობდა – სტუმრები სათამაშო ტემპის დაგდებას ახერხებდნენ და ჭკვიანურად გათამაშებული კომბინაციების შედეგად უკნახაზელები პერიმეტრიდან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით უტევდნენ მეტოქის კალათს. 3-ქულიანი ტყორცნები გამოიყენეს ჯორჯ ჰილმა (2), ლენს სტივენსონმა და პოლ ჯორჯმა. “მაიამის” შემადგენლობიდან კი საშინლად ისროდა “რეპტილიად” წოდებული კრის ბოში (1-8). სწორედ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, “პეისერსმა” საწყისი მეოთხედი 21:19 მოიგო.

მეორე პერიოდის სტარტზე ლებრონ ჯეიმსი მთელი სიმძლავრით ამუშავდა - ქულებსაც უხვად აგროვებდა და პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს. ბოლო სამი მატჩის განმავლობაში უფერული დუეინ უეიდიც გამოცოცხლდა, რომელიც შეტევაში ლენს სტივენსონს ამწარებდა, ამასთან, შავ სამუშაოსაც ასრულებდა, დააგროვა რა ერთბაშად 9 მოხსნა (6 - მეტოქის ფარზე). ბოშმაც, თავის მხრივ, ალღო აუღო ჰიბერტის წინააღმდეგ თამაშს და ნელ-ნელა მასპინძლებმა სტუმრებს მთავარი იარაღი წაართვეს – 3-წამიან ზონაში დომინაცია. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა უბერებელმა რეი ალენმა სამი შორეული ტყორცნა გამოიყენა და საფუძველი დაუდო “მაიამის” გაქცევას, რომელმაც მოქმედ ჩემპიონებს დიდი შესვენების წინ 15-ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა - 52:37.

მეორე ტაიმი ჰილის მიერ პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნით გაიხსნა, თუმცა ეს იყო და ეს. “ჰიტმა” უმოკლეს დროში ხელთ იგდო უპირატესობა და უეიდის ბრწყინვალე თამაშის შედეგად უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა - 76:55.

უკანასკნელი 12 წუთი სრული ფორმალობა იყო, რომლის მიმდინარეობისას ერიკ სპოელსტრამ ღრმა სათადარიგოებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მათაც თავი არ შეურცხვენიათ და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს - 99:76.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 7 მატჩის ჯამში საკუთარ გუნდს 203 ქულა, 51 მოხსნა და 37 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, “ინდიანას” რიგებიდან კი გამოირჩა როი ჰიბერტი – 155 ქულა, 73 მოხსნა და 7 დაფარება.

ნბა-ს 2012-13 წლების სუპერფინალურ სერიაში “მაიამი” “სან ანტონიოს” დაუპირისპირდება და რეგულარულში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო “ჰიტს” მოედნის უპირატესობა ექნება.

 

მაიამი – ინდიანა 99:76 (19:21, 33:16, 24:18, 23:21)

მაიამი: ჩალმერსი (7), უეიდი (21ქ, 9მ), ბოში (9), ჰასლემი (3), ჯეიმსი (32ქ, 8მ, 4 პ); მილერი, ალენი (10), ანდერსენი (7), კოული (8), ლუისი (2), ენტონი, ჯონსი

ინდიანა: ჰილი (13), სტივენსონი (10), ჰიბერტი (18), ვესტი (14), ჯორჯი (7); ოგასტინი (2), ტ. ჰენსბრო (6), იანგი, მაინმი, გრინი (2), ჯონსონი (2), პენდერგრაფი (2), ბ. ჰენსბრო

 

მაიამიმ მოიგო სერია 4:3

 


კომენტარები (59)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:21 | 09.06.2013
pokerkobaxa (36)

au ra magrad gamiswordeba ra azrze ar xart rom exla spursma aaaxios finali tooo imena dzalian magard minda rom moigon !!! ise ar gamigot tom miamis mteri var imitom minda rom caagon rom chicagos mouges principshi mteri gamovdivar :d

11:23 | 07.06.2013
emigranti77 (33455)

დაუბაბანეს მაიამს?DD მგონი სანანტონი გახდება ჩეპიონი , მიიდთ ბებერო ლომებო სადარის მაიამის საბლატაოDDDDDDDDDD

09:58 | 07.06.2013
geniusa (432)

სან ანტონიოს საღოლ. ბებერმა სამკუთხედმა მაგარი ჩაატარა, უბრალოდ სადამდე ეყოფათ ეს ენთუზიაზმი.
პოპოვიჩზე უხერხულია რა უნდა დავწერო...
მაიამის მიმართ უარყოფითი განწყობა იმითაა გამოწვეული, რომ ლებრონს აპიარებენ ძალიან (ჯმჯ-ს კომენტატორები გურასპაული და თალაკვაზე განსაკუთრებით, მაგრამ გურასპაულს მაინც ვერავინ შეედრება, ლებრონმა კავაი დამატებისას ვერ გადაკეტა ვეიდს დააბრალა, ტიმმა დაამტა და ანდერსენმა დაკარგაო, არადა ლებრონა ედგა ანდერსენი პირველ მსროლელზე იყო გადასული და თან საკმაოდ კარგადაც - ააცილებინა ბურთი, უბრალოდ ლებრონამ არ დააზღვია, და ესეთი მომენტები უამრავია რეპორტაჟებისას).
ჯეიმსმა კიდვე 18-დან 16 ბურთი დაცვაში მოხსნა და თქვენც უყურებთ თამაშს და ნახავდით რომ ძირითადად იოლი ბურთები იყო. ასისტებს რაც შეეხება, არც ეგ აქვს განსაკუთრებით მაღალ დონეზე, გუნდში ყველა შუთერი ყავს ჯოელ ენტონის და ანდერსენის გარდა,ბურთი კიდევ უმეტესწილად თითონ გადააქვს და ძირითადად გაცემაზეა სულ, სამწამიანში დატრიალებული მისი კომბინაცია ან კაცზე შეყოლებული გამჭოლი პასი ძაან იშვიათად აქვს, შედის სამწამიანში გადადის ორმაგი დაცვა და ამოაქვს ბურთი სულ ეგაა მეფის გამთამაშებლობა, უბრალოდ მთელი თამაში მას უწევს ამის კეთება და ეგაა 10-მდე ასისტების მიზეზი.
მეფე რომ ხარ ბურთის მოშორებაზე კი არ უნდა ფიქრობდე, უნდა დაიწყო და დაასრულო უნდა შეტევები, შედი, ჩააგდებ ჩააგდებ, ფოლებით მაინც დატვირთე სასტავს, მაგრამ არა თუ მჭიდრო დაცვა ეთამაშნენ ტიპი იჭრება. თითქმის მსგავსი სამმაგი დუბლების პროფესორი რაჟონ რონდოა, მაგრამ არ ითვლება კაცი მეფედ

მაიამის სული და გული კი არის ვეიდი, როგორც კი ვეიდი დაკეტეს წამოვიდა პრობლემები. თუ ვეიდმა არ მოუმატა, ჰიტი სერიას წააგებს, თუ ვეიდმა მოუმატა სპერსი ამათი გამჩერებელი არაა.

08:05 | 07.06.2013
chikovansky91 (2776)

1 ლი თამაში როა მხოლოდდამხლოდ ხო არ დაგავიწყდათ ? )))))))))))))))))) მითუმეტეს ვერასდროს ვერ ყუმარობს ჰიტი 1 ელ თამაშს ))))))))))

08:58 | 07.06.2013
a.reversi (9540)

არავის არაფერი არ დავიწყებია
დავიწყებით თქვენ დაგავიწყდათ რომ სან ანტონიოს და პოპოვიჩს ეთამაშებოდით და უკვე ჩემპიონებად გამოაცხადეთ თავი)))))))
ისე მიწერილი მაქვს ჩემი კომენტარისთვის რომ ფავორიტი ისევ მაიამია მეთქი))

07:48 | 07.06.2013
lasha_melo (606)

a.reversi
მაგის მიწერა დამავიწყდა

07:47 | 07.06.2013
a.reversi (9540)

ჰო კიდევ გაიტენოს კინგმა მისი სამმაგი))

07:45 | 07.06.2013
lasha_melo (606)

ლეონარდმა მიუხედავად ლებრონას სამმაგისა,მაინც ძალიან კარგად ითამაშა,ტონი იმენა ბომბაა,სულ კიდია ვაფშე არ უკანკალებს ხელი ზოგიერთებისგან განსხვავებით,დანკანი უბრალოდ მოვლენაა,ყველაზე მაგარი მე-4 ნომერი NBA ისტორიაში და მედავოს ვისაც უნდა.პლიუს ამას ძალიან კარგად ითამაშა გრინმა დაცვაში,ბოლოს ალენზე კი მიქარა მარა მთლიანობაში კაი იყო.იტოკში გრუბლებიდან დააბრუნეს რეალობაში მაიამი.

07:23 | 07.06.2013
nodari_arsenal (206)

ლებრონი არ გადაეჩვია ბურთის სხვისთვის შეტენვას და საჭირო მომენტებში უფრო ხშირად თავის თავზე,რომ აიღოს თამაში კარგი იქნება,გუნდი რომ დაბნეულია,მაშინ არის საჭირო ლებრონის ლიდერობა,ახლა კი რასაც ვუყურებ პარკერია ძალიან მაგარი

14:32 | 06.06.2013
MANCHESTER UNITED (686)

ხალხო რადროს სან ანტონიოაააააააააა.ხალხო როცა მაიამია უდედისმდგვნელესი გუნდიიიიიიიიიიიიიი.იასნა ვინც მაიიამის არ ბალეშიკობს სან ანტონიოს უნდა უბალეშიკოს.რადგან სუსტია მაიამისთან შედარებით და სუსტს გვერდზე დაუდეგით.მიდი მეფე დაანახე ყველას რო უზლიერესი ხარ კიდევ ერთხელ

07:44 | 07.06.2013
a.reversi (9540)

აბა აბა))))))))))))
მაგ უდედისმდგვნელესს გუნდს ზუსტად დედა მოუდგნეს))))
ტონიმ უთხრა კინგს არანაირი ჯადო მხოლოდ ტექნიკაო))))ბოლო ბურთის დროს)))
ეს ჯერ კიდევ არაფერი არაა მაიამი ისევ ფავორიტია მაგრამ ეს გამარჯვება თუნდაც იმიტომ მიხარია რომ ზოგიერთი მაიამის ფანის დამშვიდდება და აღარ იტყვის 4-0-ს გავაპობთო))
შეიძლება 4-1 მოიგოთ მაგრამ არა 4-0)))))თუნდაც ამიტომ გამიხარდა დღეს სანის მოგება
საღოლ ტონის ძმაო ბოლოს რა შეასრულა:::))))))))))

00:16 | 06.06.2013
avtoia (97)

geniusa გეთანხმები ტრამვების გამო პლეიოფი გაფერმკრთალდა მაგრამ იმაში ვერავინ დამარწმუნებს რო ყველა რო ყოფილიყო მაიამი ფინალში ვერ გავიდოდა, რაც შეეხება სპურსთან ფინალში ჩაკარგულ ლებრონს ისიც გაიხსენე მაშინ რამდენი წლის იყო და სად თამაშობდა და მერე შარშანდელი ფინალი და ფინალში ლებრონის თამაშიც გაიხსენე

16:39 | 05.06.2013
Akaki Chedia (3)

როგორც ყოველთვის ქართული პუბლიკა „ბარსელონას“ გულშემატკივრობს ))))))
პირველ რიგში ერთი კაცის კალათბურთს, როგორ უნდა უგულშემატკივრო, მინუს -5 ხო არაა?! მაგრამ, იმ ქვეყანაში სადაც კომენტატორს ჰგონია რომ მაიამი კალიფორნიის ქალაქია და ოლიმპიადის გახსნაზე ლედლი უიგინსს ვერ იცნობს, რაზე უნდა ვილაპარაკო?!
რაც შეეხება ინდიანას, თუ ხალხს არ გაუშვებს და სკამზე ანატოლი ბოისას დონის მაინც ეყოლება ვინმე, რამდენიმე წელიწადში ჩემპიონი გუნდი იქნება,..
ამ ფინალებში კიდევ გრინისა და ლეონარდის თამაში გადაწყვეტს ყველაფერს, ლებრონი დიდი პლუსია, ძალიან დიდი, თუმცა 5 კაცს ერთი კაცი ვერ მოუგებს,.. რაც შეეხება სკამს, სპერსს ულაპარაკოდ ძლიერი სკამი ყავს,.. სკამიდან ყველა ისვრის სამიანს და ბონერის გარდა ყველა თამაშობს დაცვას (დეკოლო არ ითვლება)!!! მოკლედ ველი დიდ სანახაობას და სერიოზული კალათბურთის ზეიმს

გაისად კიდევ მოვითხოვ, რონდო რეგულარულში არ ათამაშონ, თორე ბოლოს მაინც დაიმტვრევა

14:29 | 06.06.2013
MANCHESTER UNITED (686)

ამიამის საკმი აშაკარდ ჯობია სან ანტონიოსას.სამიანებს რაც სეეხება ზმა მარტო ალენს აქ ჩაგდებული მთელ სან ანტონიოს რაც აქ ჩანაგდები 3 ქულიანები ად რა უკეთესს სკამზე მელაპარაკები.პარკერის შემცვლელიც არგყავს.მეპეს რაც სეეხება მეეჯვება მაგის აყვანა ვინმემ შეზლოს.პახოდუ დივეიც აქ არის და სან ანტონიოს დედა აქ აფეთქებული..მაიამი ულაპარაკოდ მოუყომარებს

00:18 | 06.06.2013
ronaldo9 (267)

მაიამის სკამიდან რომელი ვერ ისვრის სამიანს თუ ძმა ხარ))
რეი-რეი, მილერი, ბეტიე, ლუისი თუ ჯონსი? დაცვას რაც შეეხება გამოდის, რომ სანანტონიოს სკამიდან ორი კაცი ვერ თამაშობს დაცვას და მაიამიდან ჯონსი და ლუისი გამოვრიცხოთ, მეტი? 2-2
ულაპარაკოდ ძლიერი სკამი ყავს სანანტონიოს, ვერაფერს იტყვი)

14:34 | 06.06.2013
MANCHESTER UNITED (686)

საიდან მოგაქ ზმა.რეიზე ზლიერი მსროლელი გყავს.ბეტიეც ისვრის და მილერიც.მორჩა აქ ბაზარი.ბებრებს გადაალეწავენ ბურთს თავზე

12:23 | 05.06.2013
Z U R A (18341)

ლებრონა სამაგიეროს გადაუხდის სპურსს

10:57 | 05.06.2013
bars100 (1495)

ამ სერიაში ანგარიში იქნება 4-2 მაიამის სასარგებლოდ. მაიამი უფრო ახალგაზრდაა უფრო ნიჭიერი და სწრაფი ამიტომ ტემპს ვერ გაუძლებენ ტეხასელები და ნელ კალათბურთს თუ მოახვევენ ინდიანას ბედი ეწევათ მაგათაც. რაც შეეხება სამწამიანს აი აქ ექნება სანანტონიოს მთავარი უპირატესობა, რადგან ტიმი გაცილებით ძლიერი და მრავალფეროვანია დღესაც ვიდრე ჰიბერტი და ბოში ვერ გაიხარებს, მარა მაინც ვერ გაქაჩავს სანანტონიო მარტო მაგ კომპონენტით. უკანახაზი პარკერის გასანეიტრალებლად გვეყოფა დამიჯერეთ ჩალმერსი და კოული ტემპში აყვებიან ტონის მარა მისგანაც ბევრს უნდა ველოდოთ. ვეიდი და მანუ ერთმანეთს გააწონასწორებენ მარა ლებრონის დამკეტი კაციშვილი არ ჩანს და აი სად ერხევა სანანტონიოს. ფაქტიურად შეუძლებელია ლებრონის ამოკეტვა. ბენჩიდან კი მაიამის აქვს უპირატესობა თუნდაც ალენის, ბეტიესა და მილერის გამო რომელთაც პერიმეტრიდან გამანადგურებელი დარტყმა შეიძლება მიაყენონ გუნდს აქ ვრიცხავ ბონერის ჯოკერად გამოყენებას მარა ველი დაბომბვას გრინისა და ნილისგან. ლებრონი რა მაინც ლებრონი იქნება გადამწყვეტი ამ სერიაში.

11:44 | 05.06.2013
a.reversi (9540)

გრინი სერიოზულია შეიძლება წაუვიდეს
ბონერის დედაც )))))))) ღადაობააა კაცი))))

10:04 | 05.06.2013
devid_moiesi (252)

ორივე მეზიზეგაბ მაიამიც და სანანტონიოც,გაუმარჯოს ელეის.

08:43 | 05.06.2013
ukleba (17336)

კობი არი ჩემი ძმა და ყველაზე მაგარი ცოცხალი და მოქმედი ლეგენდა (ჯორდანის მერე). ნუ ხო კაი იყო ჩემი ძმა სანამ დედამისს არ უჩივლებდა-არაქართულად მოიქცა

06:31 | 05.06.2013
patrioti1987 (58)

ლებრონი ვერასოდეს მივა ჯორდანამდე, სან ანტონიოს ქომაგი არ ვარ მაგრამ მინდა რო მაიამის მოუგოს, გემოვნების საკითხია მაგრამ მე პირადად დურანტის კალათბურთის ყურება ბევრად მირჩევნია მთელი მაიამის ყურებას!

08:42 | 05.06.2013
ukleba (17336)

მეც ოკლას ვბალეშიკობ მარა ძალიან თამამი განაცხადია შენი მხრიდან. ჯორდანამდე მისვლაში კი გეთანხმები და მეტსაც გეტყვი-კობიმდეც ვერ მივა

02:20 | 05.06.2013
fenomeno9 (3203)

მაიმი კი არა ინდიანა უნდა დამეწერა

02:19 | 05.06.2013
fenomeno9 (3203)

აქ კობის და ლეიკერსს როგორ არ აფასებს სასტავი! წელს ყველაფერი კალიფორნილების წინააღმდეგ იყო: შეუთამაშებლობა, ჰოვარდის გაუთავებელი ტრავმები, ნეშის სიბერე, პაუს პრობლემები, მეტას არასტანდარტულობა, მსაჯების შეცდომები, კობის ეპიკური ტრავმა სეზონის ბოლოს! და მაინც მაიმის, რომ უფარჩაკეს აღმოსავლეთში მოუხდა ასპარეზობა და პლეიოეფებში უკონკურენტო გარემო შეექმნა ამაზე არსებობს კიდევ კითხვები?! შარშან ბოსტონთან სერიაში მსაჯებმა რამდენიმე გადამწვეტ მომენტში დაუშვეს შეცდომა მაიმის სასარგებლოდ ეგ არაფერი ხო??? და კიდევ ამ ლებრონს ნუ გახდით ჯორდანს კვადრატში აყვანილს!!! იმენა მაიმისთან სამივე წაგებულ შეხვედრაში ჩასვრილი, რომ დარბოდა ეგ დაგავიწყდათ?... და სერიის პირველ თამაშში უზომოდ რომ გაუმართლა მაიმის ისიც არაფერი ხო! ობიექტურად, რომ ვთქვა ფლორიდელები სან ანტონიოს ფიზიკური მომზადებით და ბენჩის ბრწყინვალე თამაშით უფრო მოუგებენ ვიდრე ე.წ. "მეფეს" ლიდერობით. ლებრონი რომც გახდეს ზედიზედ მეორედ ფინალის MVP-ი ის კობის ლეველზე მაინც ვერასდროს ვერ ავა. რადგან მამბას სანამ პირში სული უდგია ყოველთვის გუნდის უცვლელი ლიდერი იქნება და ბოლო გადამწვეტ სროლას სხვას არავის შეტენის! იგი იყო ყველაზე ქლაჩ პლეიერი 18 წლის ასაკში და ეხლაც ასეთია და მუდამ ასეთად დარჩება!

00:31 | 05.06.2013
geniusa (432)

avtoia
ლებრონმა რომ როუზს დაუფარა მაგით რა ? D
მე ლებრონი სპურსისგან შეჭმული და მავერიქსთან გამქრალი მახსოვს და ამ სუპერფინალისას ეს გასათვალისწინებელია ? შარშანწინდელი (უფრო შორს არ წავალ) და წლევანდელი ჯეიმსი ერთიდაიგივეა ? და თუ ლებრონა გამოიბრძმედა, როუზი რა უნიჭო ბიჭია ტრამვებს რომ არ დაეტანჯა კიდევ მეტად ვერ განვითარდებოდა და დენგიან-როუზიან ჩიკაგოსთან მაიამის რამე გარანტირებული ექნებოდა?
და ის რომ შარშანდელი სუპერფინალისტის ერთერთი მთავარი კაცი (ვესტბრუკი), ის რომ ლიგის ლეგენდა (კობი), ის რომ ერთერთი ყველაზე შეკრული გუნდის მთავარი ვარსკვლავი (როუზი), კაპიტანი (დენგიც არ იყო უნდა გახსოვდეს თუ თამაშებს უყურებ) და ამას პლიუს ძირითად გამთამაშებლად გადასული სადათარიგო გამთამაშებელი (ჰაინრიხი განაგონი მაინც გექნება) რომ პროცესში დაგემტვრევა, ის რომ ბოსტონი რონდოს გარეშე რჩება (და კიდევ ვიღაცეები შეიძლება გამომრჩა) აფერმკრთალებლს წლევანდელ პლეიოფს და ესე თუ ვინმე არ ფიქრობს, არ ვთვლი საუბრის გაგრძელებას საჭიროდ, ელემენტარული გემოვნების საკითხია. ნუ თუ ვინმე შარლოტს თავგადაკლული ქომაგობს, მაშინ შეიძლება დანარჩენ გუნდებს რომ ღორის გრიპი დაემართოს შეიძლება გაეხარდეს. წელს პელიოფს მასიურად ისეთი ტიპები დააკლდნენ, აი 1994 წლის მუნდიალის ფინალში რომარიოს და ბაჯოს რომ არ ეთამაშათ, ან დალასს რომ ნოვიცკის გარეშე ეთამაშა ტრიუმფალურ სეზონში.
ლებრონა რომ დაიმტვრეს და სპერსის ფანს რომ გაუსწორდეს ეგ პონტია.

00:11 | 05.06.2013
avtoia (97)

geniusa შარშანწინდელი ჩიკაგო იყო ზუსტად 4:2 რა მოუგო მაიამი როგორც მახსოვს, ლებრონმა რო 3 ქულიანის სროლის დროს დაუფარა როუზს და შარშანდელი ბოსტონი იყო რო გეიმ სევენში მოუგო, ის რო დღეს ამ გუნდებს ლიდერები არ ყავთ ეს მაიამის ფინალში გასვლას არ აკნინებს, რაც შეეხება კობის და ლეიკერსს ყველა რო მაინც ყოლოდათ სან ანტონიოს მაინც ვერ გაცდებოდნენ, ვერც ოკლაჰომას და ვერც მემფისს, რომც გაცელოდნენ სუპერ ფინალში მაიამისთან შანსი არ ექნებოდათ იმტომ რო წლევანდელ რეგულარულს გადახედე და მიხვდები რაც გაუკეთა მაიამიმ, ვიცი რეგულარული სხვაა და პლეიოფი სხვაა მაგრამ პლეიოფი თუ ლეიკერსისთვის სხვაა მაშინ მაიმისთვისაც სხვაა და ის რო იმას ეს რო ყავდეს და ამას ის რო ყავდეს ერთ გამონათქვამს მაგონებს, ბებიაჩემს ყ.ვ...ე...რ.ე.ბ.ი. რო ქონდეს ბაბუაჩემი იქნებოდაო.

00:10 | 05.06.2013
chilo (723)

ეს სუპერფინალია და გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. მაიამის ცოტა მეტი შანსი აქვს ისიც იმიტომ რო მოედნის უპირატესობას აქვთ. თან სან ანტონიომ იცის როგორ მოიგოს სუპერფინალი. პოპოვიჩს 4 დან ყველა ფინალი მოგებული აქვს ტაკშტო წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვი. ისე ლებრონმა მაღალ დონეზე თუ იყომარა მაიამიმ წესით 4-2 უნდა მოიგოს

23:51 | 04.06.2013
geniusa (432)

avtoia
აშკარად ჩემს კომენტარს გამოეხმაურე ტრამვებთან დაკავშირებით თუ ნბა-ს ყურება წელს არ დაგიწყია, უნდა იცოდე რომ შარშანწინდელი ჩიკაგო და წლევანდელი სულ სხვადასხვა გუნდია. ამასთან როუზი მზარდი ვარსკვლავია და გამოცდილება ერთერთი მთავარი კომპონენტია პლეი ოფში გასატრაკებლად. ბოსტონს მარტო რონდო არ დამტვრევია, სალინჯერიც ზედ მიყვა, კარგი ახალგაზრდაა.
კობისთან დაკავშირებით პროგნოზები კი ცოტა უმადური საქმეა, თუ წელს მხოლოდ მიმოხილვებში არ გინახავს ელეის თამაშები, თან ლეიკერსის წამყვანი იგროკები პერმანენტულად იმტვრეოდნენ.
თან არავის უთქვამს მაიამი ვერ გავიდოდაო, დაიწერა რომ სერიოზული კონკურენცია იქნებოდაო და გადაჭრით ვინმე იტყვის რა მოხდებოდა?

22:58 | 04.06.2013
chikovansky91 (2776)

festina
გეთანხმები ბოშზე ))) ისეთი ზეწოლა აღარ ექნება დაცვაში )) შეტევაში მოუმატებს
geogoli
სათადარიგოებს რაც შეეხება ვფიქრობ, რო მაგ კომპონენტში მაიამი ვერ აღემატება სპურსს
ვერ დაგეთანხმები ))))
სან ანტონიოს ბენჩი ,ერთუჯრედიანებისგან არის დაკომპლექტებული , მანუს გამოკლებით რათქმაუნდა))))(ნუ მაგრეიდის თამაში მაინც არ მოუწევს) ბლერი, ბონერი, კორი ჯოზეფი,დიაო,ნილი,მილსი , დეკოლო.
მაიამის სკამი - რეი , ანდერსენი, ბატიე, მილერი, ლიუისი, კოული,ენტონი,ჯონსი
რავი მე ვერ დავინახე უპირატესობა სან ანტონიოს ))))))))))))))

21:41 | 04.06.2013
festina (2659)

სუპერფინალში კრის ბოში გაინავარდებს აი ნახავთ თან ძალიან!!!

23:01 | 04.06.2013
tazo_kosta (704)

რატომ ხომ ვერ გვეტყვი ? ერთ-ორ სამიანს ხევს ალბათ მაგრამ სამწამიანიდან ნავარდობის მეეჭვება

21:07 | 04.06.2013
geogoli (968)

chikovansky91 - გეთანხმები, უეიდმა თუ ესე ითამაშა სპურსს შანსი არ ექნება, თუ ისე ითამაშა როგორც მეექვსე თამაშში, მაშინ მაიამის არ ექნება შანსი. მაგარი ფინალი გველის, აშკარად ორი საუკეთესო გუნდის. სათადარიგოებს რაც შეეხება ვფიქრობ, რო მაგ კომპონენტში მაიამი ვერ აღემატება სპურსს, ვაფშე სან-ანტონიო უფრო შეკრული გუნდია, მაიამი უფრო ნიჭიერი, ახალგაზრდა, ჯანიანი და სწრაფი. გრეგმა ბოუენი რო დააბრუნოს))) ერთ თამაშს ის გააფუჭებინებს ლებრონს, მარტო იმ დროის გახსენებით.

20:08 | 04.06.2013
avtoia (97)

ეხლა კომენტარები წავიკითხე და ვიღაც ვიღაცეები წერენ რო მაიამი ფინალში იმიტო გავიდა რო ბევრ გუნდს ლიდერი დაემტვრა. იყო დერეკ როუზიც და რონდოც ყავდა ბოსტონს მაგრამ მაინც გადაურა შარშან და შარშან წინ მაიამიმ პლეიოფში, რაც შეეხება კობის, გინ ყოლოდა ლეიკერს და გინდ არა დასავლეთის კონფერენციის ფინალში მაინც ვერ მისუნავდა, მაქსიმუმ სან ანტონიოს თუ მოუგებდა ორ თამაშს. აგერ გავიდა მაიამი ფინალში და სან ანტონიოს ხვდება რომელსაც ყველა ჯანზე ყავს, დავინახავთ რო ლებრონისთვის და დანარჩენებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კობი რონდო და როუზი იქნებიან თუ არა.

23:00 | 04.06.2013
tazo_kosta (704)

გადაუარა არა გადმოუარა ბოსტონს.ლებრონს არარეალურად წაუვიდა სროლა.კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა და მაგის ფონზე კინაღამ ბოსტონი გავიდა და გადაუარაო

19:57 | 04.06.2013
m3tona (551)

მარტო სამწამიანით ვერაფერს გახდები ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, უკეთესი ინდივიდუალები და უკეთესი სკამი ყავს მაიამის ინდიანაზე და საერთოდ ყველაზე... ესეთი გუნდი რო ყოლოდათ ვეიდმა და ჯეიმსმა ხელფასები დაიკლეს არ დაგავიწყდეთ, და იმკიან ეხლა ბეჭდებით შედეგს

18:44 | 04.06.2013
temooo82 (1953)

ზლივს არ დაამუტელეს ინდიანა......... გაასწორა.........

მაგარი ფინალი გველის წინ........

18:24 | 04.06.2013
arena (390)

უმეტესობა მაიამის ულაპარაკო ფავორიტად მიიჩნევს,მაგრამ მე ბარსელონას შევადარებდი მაიამის,მილანს უდიდესი კონცენტრაციის და მონდომების ხარჯზე რომ მოუგო მეორე თამაში,ნახევარფინალში გავიდა და ყველა (თითქმის) დააჯერა,რომ უდავო ფავორიტი იყო ლიგის,მაგრამ ბავარიამ გაანადგურა(ალბათ კანონზომიერად),მგონია რომ ასევე დაემართება მაიამის,მითუმეტეს,რომ სან ანტონიოს მოხუცები მაგარ ფორმაში არიან,განსაკუთრებით ტიმი,და პოპოვიჩი რომ სპოელსტრაზე უკეთესი ტრენერია ალბათ ბევრი არ შემეწინააღმდეგებაD

20:23 | 04.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ჰმ

17:51 | 04.06.2013
berodaviti (4285)

მოუყომარა ინდიანას ლ. ჯეიმსმა და ბევრად ძლიერი და გამოცდილი სანანტონიოს დამარცხებასაც შესძლებს თუ ჯანზე იქნა ბოლომდე...
სეზონი დაწყებამდე ამ ფინალს ვფიქრობდი ზედ მაიამის ჩემპიონობით, კუში ვერ მოვიგდე სამწუხაროდ ვერსად...

17:31 | 04.06.2013
ronaldo9 (267)

სანანტონიოს დასვენებას ისეთ პლიუსად უთვლით, თითქოს სასტარტო პირობები თანაბარი ჰქონდეთ) დასვენებული ბებრები "დაღლილ" ახალგაზრდებზე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში არ იქნებიან არანაირად)
კიდე შარშანდელი ფინალი მახსენდება, ბოსტონთან 4-3 და ფორუმზე ულაპარაკო ფავორიტად შერაცხული ოკლაჰომა)

17:14 | 04.06.2013
nodari_arsenal (206)

არც ერთი გუნდის გულშემატკივარი არ ვარ.ჩემი აზრით მაიამი ზე ფავორიტია,სან ანტონიოს შემადგენლობაში ვერ ვხედავ კალათბურთელს ვინც ლებრონს გაააჩერებს,პერმეტრის დაკეტვაზეც სერიოზული პრობლემები ექნებათ პოპოვიჩის ბიჭებს,2 თამაში თუ მოიგო სან ანტონიომ კარგი იქნება

22:56 | 04.06.2013
tazo_kosta (704)

პერიმეტრის ამბავში ვერ დაგეთანხმები ვერანაირად.პრობლემები უფრო მაიამის ექნება მაგ ამბავში

16:54 | 04.06.2013
a.reversi (9540)

emigranti77
პატარა და თეთრკანიანი))))) კი მაგარია ეგ მაგრამ მობერდა ვეღარ სროულობს ისე))))))))))
_____________________________________________________________________________
მეც სან ანტონიოსკენ ვარ მანუს გამო და კიდევ ბევრი ფაქტორია თუნდაც ტონი და ულაპარაკოდ ტიმი და გრეგი
მართალია დაბალი შანსი აქვს სან ანტონიოს მაიამისთან შედარებით მაგრამ შეუძლია სანს ამათთან ბრძოლა გრეგისთვის რომ არ არსებობს შეუსრულებელი მისია ეგ თავისთავად გულისხმობს რომ სან ანტონიოს შანსი აქვს და სანამ შანსი ექნება მანამდე თავის დამარცხებულად გამოცხადება არასწორია და აიტომ წინ ტეხასი))))))))
ისე მაიამიმ როცა მოინდომა მაშინ მოუგო პეისერსს თან მთელი სეზონია ასე არიან და ფინალში მოახერხებენ ძალების სრულ მობილიზებას სან ანტონიოს კი ის უპირატესობა აქვს რომ 4-0-ზე მოიგო და ძალებსაც აღიდგენდნენ დამღლელი რეგულარულის შემდეგ
geniusa
მართალი ხარ ვეიდმა თუ ვერ ითამაშა ანუ ისე იყოს მოედანზე როგორც გუშინდლამდე მთელი სერია მაშინ მაიამის შანსი შემცირდება რაც არ უნდა იყოს ერთი ადამიანი ვერ მოიგებს სუპერფინალს
იმაშიც 100%-იანი ხარ რომ ასეთი უფანტაზიობით მეტს ვერც გაქაჩავდა ვერც ინდიანა და ვერც გრიზლი შანსი არ იყო მეტის დაცვა ვიცი დეტროიტის შიდი რიპი ჩონსი და სანახაობა

20:45 | 04.06.2013
emigranti77 (33455)

კიდე თამაშობს კაცო?DDD მე მეგონა აღარ თამაშობდა ,ისე მართლა ამგარი იყო სტივ ნეში ხო ასე ქვია მგონი თუ არ ვცდები, იმენა გენიოსი იყო სამიანების სროლაში, რავი შეიზლება იმაზე მაგრებიც იყვნენ ბევრი იდროს მაგ დაჭყანული ამგრად დამევასაDDD

16:31 | 04.06.2013
helguera (214)

მოიგებს მაიამი

16:24 | 04.06.2013
geniusa (432)

არც მაიამის ვგულშემატკივრობ და არც სან ანტონიოს, მაგრამ ინდიანას და მემფისის უფანტაზიო კალათბურთს (მიუხედავად მათი ენთუზიაზმისადმი პატივისცემისა) აშკარად ეს წყვილი სჯობდა, (დაცვითი გუნდი ვიცი მე დეტროიტი და ჩონსი, რიპი და შიდის მაგარ სანახაობასაც დგამდნენ სულისშემხუთველ დაცვასთან ერთად).
ტრამვები რომ არა მაიამის ჩიკაგოს და ბოსტონის სახით გაცილებით სერიოზული კონკურენტები ეყოლებოდა, დასავლეთში კიდევ ოკლაჰომა არამგონია გაეჩერებინათ, ნუ კობისთან ერთად ელეიც სერიოზული ძალა იქნებოდა, მაგრამ რაც არის არის.
რაც შეეხება ლებრონის ფაქტორს, მისი როლის დაკნინება არ შეიძლება, ძალიან მაგარია, თუმცა არც გაზვიადება ღირს, ზოგჯერ შეუფერებლად იკარგება და შეშინებული, დაბნეული იგროკის შეცდომებს უშვებს. ვინც ინდიანასთან სერიას ცოცხლად და სრულად უყურა და მიმოხილვებით არ გამოაქვს დასკვნები, მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
ვეიდის მაგარი თამაშის გარეშე განწირულია გუნდი და კიდევ ინდიანასთან გასვლაზე პირველი და ეს ბოლო მეშვიდე თამაში სპოელსტრამ მოიგო, არადა ჰიტის ფანებიდან მაგ კაცის ქებას ვერ გაიგებ
ფინალს რაც შეეხება, ძნელი სათქმელია რა მოხდება, ტიმისთან ერთად ხომ სპერსს სუპერფინალი არ წაუგია, თან მაგარ ფორმაშია ბერიკაცი, პარკერიც და მანუც ჩანდნენ მემფისთან. მაგრამ მაიამი უფრო ღრმა გუნდია, სკამიდან რეირეი, ბეტიე და ანდერსენი შემოდის, კოულიც კარგი ბიჭია და მილერი როდის გაისვრის ვერ გაიგებ,ნილის, ჯოზეფის და ბონერის კიდევ არ მჯერა მე, დიაოს როლსაც ვერ ვამუღამებ.
ნუ სულერთია ჩემთვის, ვინ მოიგებს, მთავარია დაძაბული სერია გაიჩითოს.


16:04 | 04.06.2013
emigranti77 (33455)

დანკანის და პარკერის მაგრები არიან და მაიამს დადობენ ბეჭებზე,µDDDD დიდიხანია ერთანდ თამაშობს ეს ეს იგროკები და გამოცდილებაც დიდიაქვთDD

16:55 | 04.06.2013
a.reversi (9540)

)

16:03 | 04.06.2013
emigranti77 (33455)

სანანტონიო გახდება ჩეპიონი დიდი მცოდნე არვარ ამ სპორტის მარა სანანტონიო მევასება რატომგაც, არგენტინელი და ფრანგი რო ყავტ ისინი ამგრად მევასებიან DDDDDD ხო კიდე მაგრად მევასებოდა ფინიქსში რო თამაშობდა სტივ ნეში თუარვცდები პატარა და თეთრკანიანი რო იყო ის მევასებოდა ამგრად რამაგრად სროულობდა სამქულიანებს,DDD ქვაზე დახატულ ეშმაკს კი გავდა ისეDD

16:03 | 04.06.2013
shotai-olimpi (2773)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:46 | 04.06.2013
data96 (4224)

საინტერესო მოსაზრებებია))) ოპტიმიზმი მესმის )) 4-1 არა 4-0 იქნება მაიამის სასარგებლოდ

15:40 | 04.06.2013
onelove_one_club_realmadrid_zidane4 (370)

ძველი ანგარიშები აქვს მეფეს დეზებთან !

მეტის ნახვა
0.220013