60 წლის გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. გერმანული პრესის ცნობით, “ვოლფსბურგის” ყოფილი თავკაცი წინადადებების განსახილველად მზადაა.
“თუკი რომელიმე კლუბი ჩათვლის, რომ საჭირო ვარ, შემიძლია, ოჯახი გარკვეული დროით დავტოვო და მუშაობა განვაახლო”, - განაცხადა მაგათმა.
ივლისის ბოლოს, მაგათმა პენსიაზე გასვლა და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანელს უქმად ყოფნა მობეზრდა და მუშაობა სურს.