ორივე ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა ირწმუნება, რომ ჩაბი ალონსომ “რეალთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.
ჩაბი ალონსოსა და “რეალს” შორის აქამდე მოქმედ შეთანხმებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა. მხარეები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დიდხანს თათბირობდნენ და თუ Marca-სა და AS-ს დავუჯერებთ, შეთანხმება მიღწეულია, რის შედეგადაც, 32 წლის ფეხბურთელი კლუბში 2016 წლამდე დარჩება.