ჩოგბურთი

11:13 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში წილი ყარეს

5-11 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Mutua Madrid Open საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ეს ტურნირი 1990 წლიდან ტარდება, ქალებმა კი გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა მოგვიანებით, 2009-დან დაიწყეს. წლევანდელი შეჯიბრების წინ ასპარეზობის ორგანიზატორებმა კენჭისყრა ჩაატარეს და სტარტზე ფავორიტთა შესაძლო მეტოქეების ვინაობაც გაარკვიეს.

მამაკაცთა შორის შარშანდელი ჩემპიონი რაფა ნადალი მადრიდში პირველ შეხვედრას ავსტრიელ იურგენ მელცერსა და არგენტინელ ხუან მონაკოს შორის მოგებულს შეხვდება. მეორე ნომრად განთესილი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხორვატი მარინ ჩილიჩისა და პორტუგალიელი ჟოაუ სოუზას მატჩში უძლიერესს დაუპრისიპირდება, შვეიცარიელების, სტანისლას ვავრინკასა და როჯერ ფედერერის სასტარტო ოპონენტებს რუსი დმიტრი ტურსუნოვის და კვალიფიკაციის გამარჯვებულის, აგრეთვე ფრანგების, ბენუა პერისა და ჟილ სიმონის წყვილები გაარკვევენ.

ქალებს რაც შეეხება, მადრიდის ბოლო 2 ტურნირის ჩემპიონი სერენა უილიამსი (1) კვალიფიკაციაში მოგებულს გამოცდის. შარშანდელ ფინალში სერენამ მარია შარაპოვას 6:1, 6:4 სძლია, მამაკაცთა შეჯიბრების შარშანდელ ფინალში კი რეიტინგსიის ლიდერმა რაფა ნადალმა სტანისლას ვავრინკას 6:2, 6:4 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089313