საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში, მადრიდში ესპანელთა დამარცხების შემთხვევაში სარეიტინგო ქულებს მიიღებს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში წინ ვერ წაიწევს, მაგრამ კანადასთან ჩამორჩენას კიდევ უფრო შეამცირებს.
ესპანელები რეიტინგში 22-ე ადგილზე არიან და მე-16-ე პოზიციაზე მყოფ “ბორჯღალოსნებთან” თითქმის 10 ქულას აგებენ, მაგრამ თამაში სტუმრად იმართება და ამის გათვალისწინებით 15 ქულამდე მოგება 0,314, ხოლო უფრო დიდი სხვაობით გამარჯვება 0,471 ქულას მოგვიტანს. ეს კანადელთა გადასასწრებად საკმარისი არ იქნება, მაგრამ სხვაობა 1 ქულაზე ნაკლები იქნება.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ქულებს დაკარგავს და სავარაუდოდ, რეიტინგში დაქვეითებაც მოუწევს, ოღონდ, ეს უკანასკნელი ფრის შემთხვევაში არ მოხდება. ფრე 0,686 დაკარგული ქულა იქნება და რუმინეთი, რომელიც ბელგიასთან მოგებით ვერაფერს მიიღებს, მაინც უკან დარჩება. მცირე სხვაობით მარცხი 1,686 ქულად დაგვიჯდება, ხოლო 15 და მეტი ქულით მარცხი 2,529 ქულად ფასობს.
შაბათ კვირას ჩვენი გუნდის გარდა ერთა თასის და ექვსი ერის მონაწილე ყველა გუნდი ითამაშებს და მომავალ ორშაბათს სარეიტინგო ცვლილებები მათაც შეეხება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 3 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,81
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,34
3 (3). ავსტრალია 86,88
4 (4). ინგლისი 85,46
5 (5). ირლანდია 80,76
6 (6). უელსი 80,60
7 (7). საფრანგეთი 80,56
8 (8). სამოა 77,34
9 (9). არგენტინა 76,44
10 (10). შოტლანდია 76,35
11 (11). ფიჯი 74,21
12 (12). ტონგა 73,21
13 (13). იაპონია 72,06
14 (14). იტალია 72,05
15 (15). კანადა 70,75
16 (16). საქართველო 69,57
17 (17). რუმინეთი 68,66
18 (18). აშშ 67,41
19 (19). რუსეთი 61,20
20 (20). ურუგვაი 60,77
21 (21). პორტუგალია 59,83
22 (22). ესპანეთი 59,71
23 (23). ნამიბია 58,79
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ჰონკონგი 56,35
26 (26). გერმანია 56,20
27 (27). ჩილე 55,44
28 (28). მოლდოვა 55,11
29 (29). ბელგია 54,44
30 (30). ზიმბაბვე 53,56
31 (31). ჰოლანდია 52,86
32 (32). პოლონეთი 52,32
33 (33). უკრაინა 52,17
34 ...