რიგით 221-ე „დერბი დელა მადონინას“ გუნდები ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობით შეხვდნენ. სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩის არწამგებმა „მილანმა“, შუა კვირაში, „ბარსელონას“ ძლევით, ხასიათი კიდევ უფრო გამოიკეთა. რაც შეეხება „ინტერს“ - იტალიის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში, „ნერაძურის“ მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თანაქალაქელს ცხრილში გადაასწრო და სასურველ მე-3 ადგილზე მოკალათდა.
მილანური დერბი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ნომინალური სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, რაც გატანილ გოლშიც გადაიზარდა. 21-ე წუთზე, ბოატენგის ძალიან დროული და ზუსტი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ელ შაარავიმ დაამტკიცა, რომ მიუხედავად გუნდში მარიო ბალოტელის მოსვლისა, ლიდერის ფუნქციაზე უარის თქმას იგი არ აპირებს. მას შემდეგ, რაც „მილანში“ ბალოტელი გადავიდა, ელ შაარავიმ პირველი, ხოლო სულ მიმდინარე გათამაშებაში მე-16 გოლი გაიტანა.
გოლის გატანის შანსი ბალოტელისაც ჰქონდა, თან 2, მაგრამ ახლო მანძილიდან, მან ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.
მე-2 ტაიმი „ინტერის“ უპირატესობით დაიწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, გუარინის დარტყმის შემდეგ, „მილანი“ ბრწყინვალედ მოთამაშე აბიატიმ იხსნა.
69-ე წუთზე, მოედანზე სკელოტოს შეშვებით, სტრამაჩონიმ გუნდის შეტევა გააძლიერა, რამაც შედეგი 2 წუთში მოიტანა. მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეული ნაგატომოს ჩაწოდების შემდეგ, ბურთმა მექსეს გადაუფრინა, ხოლო სკელოტომ, ზუსტი თავურით, „ინტერის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრე ხელს არცერთ გუნდს არ აძლევდა, მაგრამ 2004 წლის შემდეგ, გუნდებმა ქულები პირველად სწორედ ამ მატჩში გაიყვეს. დიახ, ბოლო 20 „მადონინაში“, ან ერთი გუნდი იგებდა, ან მე-2, ხოლო უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში, გამარჯვება „ინტერს“ რჩებოდა. კვირას, ორივე ეს სერია შეწყდა.
მწვრთნელის შეცვლამ უშველა „რომას“, რომელმაც ზედიზედ 2 თამაშის მოგების შემდეგ, ევროტურნირებისკენ გაიხედა. „იუვენტუსის“ შემდეგ, დედაქალაქელებმა ბერგამოში, „ატალანტა“ დაამარცხეს. დათოვლილ „ატლეტი აძურიზე“, გუნდებმა 4 გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს და შესვენებაზე საყაიმო შედეგი იყო დაფიქსირებული. სტუმრებს 3 ქულა ტოროსიდისმა მოუტანა, რომელმაც 71-ე წუთზე, მახვილი კუთხიდან თავური დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა.
წინა ტურში, „რომასთან“ წაგების შემდეგ, კვლავ იმარჯვა „იუვენტუსმა“, რომელიც „სიენას“ იოლად გაუსწორდა. პირველ ტაიმში, მასპინძლები ლიხტშტაინერმა დააწინაურა, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი შედეგიანად აისხლიტა. მე-2 ნახევარში, თავი ჯოვინკომ და პოგბამ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა, შორეული დარტყმით, მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა.
დრამატული მატჩი გაიმართა კალიარიში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ტორინოს“ დაუხვდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ 54-ე წუთზე, წინ უკვე სტუმრები იყვნენ. 75-ე და 87-ე წუთებზე, „კალიარიმ“ 2-ჯერ გაიტანა და კვლავ მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-2 დამატებულ წუთზე, მოედანზე 9 კაცით დარჩენილმა „ტორინომ“ გაათანაბრა და თითქოს ქულაც მოიპოვა, მაგრამ ორ წუთში, დანიელე კონტიმ ის გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც, „კალიარი“ და „ტორინო“ ქულებით გათანაბრდნენ.
სამპდორია-კიევო 2:0 (1:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000
სამპდორია (3-5-2): რომერო, როსინი, გასტალდელო, კოშტა, დე სილვესტრი (მუსტაფი 77), ობიანგი, კრსტიჩიჩი, პოლი, ესტიგარიბია, სანსონე, იკარდი (ედერი 61).
მწვრთნელი: დელიო როსი.
კიევო (5-3-2): პუჯონი, გრეი, ანდრეოლი, დაინელი (ჰეტემაი 46), აჩერბი, იოკიჩი, გუანა (ლუსიანო 67), რიგონი, კოფიე (პელისიე 77), სამასა, ტერო.
მწვრთნელი: ენიო კორინი.
გოლები: 1:0 პოლი (33), 2:0 ედერი (83).
გაფრთხილებები: გასტალდელო 14, კრსტიჩიჩი 22 - აჩერბი 14, ჰეტემაი 47, პუჯონი 54.
მსაჯი: ეუჯენიო აბატისტა.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (5)-6 (4), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 9-17.
პარმა-კატანია 1:2 (0:2)
პარმა, “ენიო ტარდინი” 14000
პარმა (4-3-3): მირანტე, როზი, კოდა (ლუკარელი 46), პალეტა, მესბა, მარკიონი, ვალდესი (ნინისი 75), პაროლო, ბიაბიანი, ბელფოდილი (პალადინო 25), ამაური.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ბელუსკი (ალვარესი 50), ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე, ისკო, ლოდი, კეკო (სალიფუ 75), კასტრო, გომესი (როლინი 88), ბერგესიო.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
გოლები: 0:1 ლოდი (5), 0:2 კეკო (44), 1:2 ამაური (87).
გაფრთხილებები: პალეტა 57 - ბელუსკი 30, ლეგროტალიე 87.
გაძევება: ლეგროტალიე 88.
მსაჯი: პიერო ჯაკომელი.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 9 (4)-7 (6), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 20-17.
ატალანტა-რომა 2:3 (2:2)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-2): კონსილი, რაიმონდი, სტენდარდო, კონტინი, ბრივიო, ჯორჯი (ლუჩინი 74), კარმონა, ბიონდინი (კაცოლა 74), ბონავენტურა (ბუდანი 85), ლივაია, დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
რომა (3-4-3): სტეკელენბურგი, პირისი, ბურდისო, მარკინიოსი, ტოროსიდისი, ბრედლი, პიანიჩი (ფლორენცი 72), ბალძარეტი, ლამელა, ოსვალდო (ტაჩციდისი 83), მარკინიო (პეროტა 63).
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
გოლები: 1:0 ლივაია (8), 1:1 მარკინიო (12), 1:2 პიანიჩი (34), 2:2 ლივაია (44), 2:3 ტოროსიდისი (71).
გაფრთხილებები: კონტინი 61, რაიმონდი 81, კარმონა 86, კაცოლა 88 - ტორისიდისი 90+1.
გაძევება: კონტინი 89.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 7 (4)-8 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-5, სეივი: 2-2, ჯარიმა: 17-16.
იუვენტუსი-სიენა 3:0 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, პელუზო, ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა (კიელინი 77), ჯოვინკო (ჯაკერინი 81), ვუჩინიჩი (მატრი 64).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
სიენა (3-4-3): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე, ბელმონტე, ბოლძონი, დელა როკა (ვერე 90+1), რუბინი, როზინა (აგრა 74), ემეგარა, ვალიანი (პოცი 65).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (30), 2:0 ჯოვინკო (74), 3:0 პოგბა (89).
გაფრთხილებები: ბონუჩი 40 - დელა როკა 24.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 16 (7)-4 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 7-0, სეივი: 1-4, ჯარიმა: 14-5.
კალიარი-ტორინო 4:3 (1:0)
კალიარი, “ის არენასი” 10000
კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი (პერიკო 57), ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი, კოსუ (კაბრერა 85), საუ, იბარბო (პინილია 65).
მწვრთნელი: ივო პულგა.
ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მასიელო, ჩერჩი (მენგა 90), გაცი, ვივესი, სტევანოვიჩი (ბირსა 67), ბარეტო (დიოპი 87), ბიანკი.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 საუ (37, პენ), 1:1 ჩერჩი (47), 1:2 სტევანოვიჩი (54), 2:2 კონტი (75), 3:2 პინილია (87, პენ), 3:3 ბიანკი (90+2), 4:3 კონტი (90+4).
გაფრთხილებები: კონტი 13, ნაინგოლანი 50 -სტევანოვიჩი 48, ვივესი 74.
გაძევებები: ოგბონა 86, დიოპი 88.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10 (6)-6 (6), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-19.
ინტერი-მილანი 1:1 (0:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 80000
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, რანოკია, ჟეზუსი, ნაგატომო (კივუ 77), კამბიასო (სკელოტო 69), გარგანო, გუარინი, პალასიო, ალვარესი (კუზმანოვიჩი 74), კასანო.
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, დე შილიო, ნოჩერინო, მონტოლივო, მუნტარი (ამბროზინი 90), ბოატენგი (ნიანგი 81), ბალოტელი, ელ შაარავი (ბოიანი 87).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 0:1 ელ შაარავი (21), 1:1 სკელოტო (71).
გაფრთხილებები: რანოკია 34, ჟეზუსი 43 - მექსე 12, მუნტარი 31, მონტოლივო 49, საპატა 89.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 6 (4)-12 (6), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-3, ჯარიმა: 16-16.
ბომბარდირები
კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10.
25 თებერვალი
უდინეზე-ნაპოლი; ლაციო-პესკარა.
26 თებერვალი
ბოლონია-ფიორენტინა.