იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი კრისტიან მაჯო, ბრაზილიასთან გამართული თამაშის (2:4) შემდეგ მსაჯებს შემოსწყრა. 31 წლის წლის მარჯვენა მცველის თქმით, არბიტრები ბრაზილიელთა ვარსკვლავს, ნეიმარს ზედმეტად იცავენ.
“მესმის, რომ ცნობილი ფეხბურთელები მსაჯებმა უნდა დაიცვან იმისთვის, რომ მათზე არ დაჯარიმდნენ. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს.
ვთვლი, რომ ბრაზილიასთან გამართულ მატჩში, პირველი 2 გოლი გამოგონილი სტანდარტის შემდეგ გავუშვით. ორივე შემთხვევაში ჯარიმა ნეიმარის წაქცევისთვის დაინიშნა.
მსაჯები ხშირად უსტვენენ იმ ფეხბურთელების სასარგებლოდ, რომლებიც კარგ დრიბლინგს ფლობენ. ეს ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ გადაწყვეტილება სწორი უნდა იყოს.” – აცხადებს კრისტიან მაჯო.