XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ლიგის დასავლეთ ზონაში ბოლო XXVI ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
შუქურა-2 - გურია-2 3:3
ეგრისი - ენგური 4:3
მარგვეთი-2006 - სამეგრელო 4:0
მაჭახელა - კოლხეთი-2 6:0
საპოვნელა - ლაზიკა 0:0
ტორპედო-2011 - ბახმარო 0:3 (ტორპედო-2011 არ გამოცხადდა)
საირმე ისვენებდა
ტურის და შეიძლება ითქვას, ჩემპიონატის ყველაზე პრინციპული შეხვედრა თერჯოლაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „საპოვნელამ“ ზუგდიდის „ლაზიკას“ უმასპინძლა. იმერლები გამარჯვების შემთხვევაში უშუალო მეტოქეს ერთი ქულით გადაასწრებდნენ და მეორე ადგილს ინაღდებდნენ, მაშინ როდესაც სტუმრებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნიდათ.
მოლოდინისამებრ, შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მათ გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. ამ შედეგით ზუგდიდელებმა იხეირეს. ისინი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, თერჯოლელებმა კი გათამაშება მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულეს.
დასავლეთ ზონის ჩემპიონობა და პირველი ლიგის საგზური ხელვაჩაურის „მაჭახელამ“ წინა ტურში, ჩხოროწყუში გაინაღდა, როცა დაძაბულ ბრძოლაში ადგილობრივი „სამეგრელო“ მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.
ბოლო ტურის შეხვედრას აჭარლებისთვის პრაქტიკული მნიშველობა აღარ ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებმა მათ საქომაგოდ მოსულ მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს იმედი არ გაუწბილეს, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჩემპიონატი ამაღლებული განწყობით ჩაამთავრეს.
ამის შემდეგ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი, გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ ჩემპიონის თასით, ოქროს მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. დიპლომებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე გუნდის წარმატებაში ხელშემწყობი სხვადასხვა პირები.
მეორე ლიგის დასავლეთ ზონის საუკეთესო მწვრთნელად „მაჭახელას“ მთავარი მწვრთნელი ამირან გოგიტიძე დასახელდა. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ამავე გუნდის თავდამსხმელს ირაკლი კუტალიას გადაეცა, რომელმაც ჩემპიონატში 19 გოლი გაიტანა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი კი 30 გატანილი ბურთით „მარგვეთი-2006“-ის ფორვარდი ალექსანდრე ლაბაძე გახდა.
დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ „მსოფლიო სპორტი“ „მაჭახელას“ მთავარ მწვრთნელს ამირან გოგიტიძეს და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვალერი მანაგაძეს გაესაუბრა.
ამირან გოგიტიძე : „პირველ წრეში ძირითადად ადგილობრივი კადრებით გამოვდიოდით, შემდეგ დაფინანსება გაგვეზარდა და ფეხბურთელების მოწვევაც მოვახერხეთ. მართალია მეტოქეს ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ფინიშზე ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და შედეგსაც მივაღწიეთ, ამისთვის მათი მადლობელი ვარ. თუ სათანადო ხელშეწყობა გვექნება, იმედი მაქვს. პირველ ლიგაშიც ღირსეულად გამოვალთ“.
ვალერი მანაგაძე: „ჩემპიონატი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მართალია, თითქმის მთელი გათამაშების განმავლობაში ზუგდიდის „ლაზიკა“ ლიდერობდა, მაგრამ ფინიშის სწორზე ხელვაჩაურელებმა იმარჯვეს და ვფიქრობ ჩემპიონობაც ღირსეულად მოიპოვეს“.
საბოლოო ცხრილი
1 |
„მაჭახელა“ |
24 |
20 |
2 |
2 |
74-11 |
62 |
2 |
„ლაზიკა“ |
24 |
18 |
3 |
3 |
71-16 |
57 |
3 |
„საპოვნელა“ |
24 |
17 |
4 |
3 |
66-18 |
55 |
4 |
„ბახმარო“ |
24 |
14 |
6 |
4 |
52-31 |
48 |
5 |
„მარგვეთი-2006“ |
24 |
14 |
1 |
9 |
70-37 |
43 |
6 |
„საირმე“ |
24 |
14 |
1 |
9 |
48-30 |
43 |
7 |
„გურია–2“ |
24 |
12 |
1 |
11 |
46-41 |
37 |
8 |
„კოლხეთი–2“ |
24 |
5 |
7 |
12 |
32-46 |
22 |
9 |
„შუქურა–2“ |
24 |
6 |
3 |
15 |
26-60 |
21 |
10 |
„სამეგრელო“ |
24 |
5 |
5 |
14 |
25-77 |
20 |
11 |
„ენგური“ |
24 |
4 |
4 |
16 |
34-67 |
16 |
12 |
„ტორპედო-2011“ |
24 |
3 |
3 |
18 |
29-84 |
12 |
13 |
„ეგრისი“ |
24 |
2 |
4 |
18 |
22-77 |
10 |