ფეხბურთი

15:49 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცარიმ ლამელას და გომისს დაუმიზნა

 

მილანის “ინტერის” სამწვრთნელო შტაბმა ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის სამიზნეები დასახა. აპენინური პრესის ცნობით, “ნერაძურის” თავკაც ვალტერ მაცარის ერიკ ლამელასა (“ტოტენჰემი”) და ბაფეტიმი გომისის (“ლიონი”) ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, ლამელა “რომადან” “ტოტენჰემში” აგვისტოში გადავიდა, მაგრამ ახალ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. “ინტერს” არგენტინელის გადაბირება იანვარშიც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ზაფხულისთვის გადადო.

რაც შეეხება გომისს, მას “ლიონთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

0.139172