ფეხბურთი

16:37 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცარიმ “ინტერთან” გაახანგრძლივა

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. “ნერაძურის” ოფიციალური საიტის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მილანურ კლუბში 2016 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

მაცარიმ, რომელმაც “ინტერი” წელიწადის წინათ ჩაიბარა, გუნდი იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-5 ადგილზე გაიყვანა. მისი მუშაობით გულშემატკივრები არცთუ კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ მაცარი ჯიუტად აცხადებდა, რომ ახალი კოლექტივის შექმნას დრო სჭირდებოდა.

“ინტერმა” მაცარის ნდობა გამოუცხადა და სამუშაოდ 2 წელიწადი მისცა.

 

0.117895