ფეხბურთი

21:22 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი: “პალასიო კავანის მაგონებს”

მილანის “ინტერის” თავკაცი ვალტერ მაცარი “ნერაძურის” არგენტინელ თავდამსხმელს, როდრიგო პალასიოს თავის ყოფილ შეგირდს, ედინსონ კავანის ადარებს.

“პალასიო “ნაპოლიში” მოთამაშე კავანის მაგონებს. თანამედროვე ფეხბურთში, განაპირა მცველები და შემტევები ცენტრში ხშირად შედიან, ამიტომ ცენტრფორვარდს პოზიციის სწორად შერჩევა უნდა შეეძლოს. პალასიოს, ამ მხრივ, პრობლემა არ აქვს. გარდა ამისა, მას მე-2 ფორვარდად თამაშიც შეუძლია.” – ციტირებს მაცარის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მაცარი და კავანი, “ნაპოლიში”, ერთად, 2010-13 წლებში მუშაობდნენ. რაც შეეხება პალასიოს, მაცარის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 5 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109871