ფეხბურთი

19:01 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, იტალიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, მსაჯებით უკმაყოფილო იყო.

“ნერაძურიმ” “უდინეზესთან” გამართულ მატჩში 0:1 წააგო. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მე-2 ტაიმში არდანიშნული თერთმეტმეტრიანია.

“ისევ მსაჯების გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა. თუმცა, საკმარისია! ჩუმად ვარ. მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ მსაჯების მუშაობაზე პრეტენზიას ხშირად გამოვთქვამ.

მატჩში მთავარი მოვლენა ის იყო, რომ მოედანზე მილიტოს შეშვება მოვახერხე. ის დაბრუნდა და ამის გამო მოხარული ვარ.

თასიდან გამოვარნა ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. ახლა, ჩემპიონატზე კონცენტრირება გვმართებს. “ინტერი” თასის 1/8-ფინალიდან 2002 წლის შემდეგ არ გამოვარდნილა? მყისიერ შედეგს ვერავინ იძლევა. მოთმენაა საჭირო. “ინტერმა” იმის გამო დამიმატა, რაც “ნაპოლიში” გავაკეთე და მილანელებს იმედი აქვს, რომ იგივეს აქაც გავაკეთებ.” – ციტირებს მაცარის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.116931