ფეხბურთი

18:14 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი: “კავანიმ, შესაძლოა, თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს”

იტალიური “ნაპოლის” ლიდერმა, ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, “ტორინოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ადასტურებს, რომ ურუგვაელი შემტევის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩენის შანსი არსებობს.

სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, კავანი ნეაპოლში დროულად ვერ დაბრუნდა. ამის მიზეზი ავიარეისის გადადებაა. შედეგად, კავანი გუნდს პირდაპირ ტურინში შეუერთდება და ბუნებრივია, ის “ტორინოსთან” შაბათს გასამართი შეხვედრისთვის სრულყოფილად მომზადებას ვერ მოახერხებს.

“უკეთესი იქნებოდა, თამაში კვირას რომ იმართებოდეს. გუნდის ვარჯიშები ისე ვერ ჩავატარე, როგორც მსურდა.

კავანი გუნდს ტურინში შეუერთდება და ამის შემდეგ გადავწყვეტ, დაგვეხმარება თუ არა ის. სავსებით შესაძლებელია, რომ მან თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს.” – ციტირებს მაცარის სიტყვებს Football Italia.

0.115832