ფეხბურთი

11:13 | 20.04.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მაცარი: “ევროსაგზური ჯერ არ გაგვინაღდებია”

“ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი სერია A-ს 34-ე ტურში “პარმასთან” მოგებულ მატჩში (2:0) თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა. სპეციალისტის განცხადებით, წარმატების მიუხედავად გუნდს ევროტურნირების საგზური ჯერ არ გაუნაღდებია.

“ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება ჯერ მაინც ადრეა – ციტირებს მაცარის სიტყვებს Sky Sport Italia - წინ მძიმე შეხვედრები გველოდება “ნაპოლისთან”, “მილანთან”, “ლაციოსთან” და “კიევოსთან”. მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ და პრობლემა არ შეგვექმნება”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069193