“ლევერკუზენის” 18 წლის შემტევი იულიან ბრანდტი გუნდს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ვარჯიშზე, კოჭი დაიზიანა. ამ ტრავმის გამო, ბრანდტი ბუნდესლიგაში “ვერდერისა” და “ვოლფსბურგის”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.