“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ლუკას მოურამ ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი უმთავრესი ამოცანა ბრაზილიის ნაკრების იმ განაცხადში მოხვედრაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
“ჩემს ამჟამინდელ კლუბში ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც შევძლებ. ამ მიზნის მისაღწევად და ოცნების ასასრულებლად თავს არ დავზოგავ. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემადგენლობაში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებ” – განაცხადა ლუკას მოურამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია