“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ლუკას მოურას ფრანგულ კლუბში დიდი ხნით დარჩენა სურს. 21 წლის ბრაზილიელი ფიქრობს, რომ ჯერ თავისი რეალური შესაძლებლობების ნახევარიც არ გამოუვლენია და გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია. ბოლო დროს ფრანგულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოურა შესაძლოა იჯარის წესით ბრაზილიაში გაანათხოვრონ.
“ძალიან მეამაყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ვარ. ამ კლუბის ამოცანა მსოფლიოს უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბებაა. მინდა ამ პროექტში მეც ბოლომდე ვიყო ჩართული. ვფიქრობ, გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია” – ციტირებს ლუკას მოურას სიტყვებს Sky Sports.