ლონდონის “ჩელსიდან” “ევერტონში” განათხოვრებული რომელუ ლუკაკუ აპირებს ჟოზე მოურინიოს დაუმტკიცოს, რომ პორტუგალიელი შეცდა, როდესაც ბელგიელის სამსახურზე უარი თქვა.
“გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მას პატივი უნდა ვცეთ. წასვლა გადავწყვიტე და ახლა უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი შეცდა. ჩემი ვალდებულება კარგად თამაში და ბევრი გოლის გატანაა. ასეთ შემთხვევაში, ხალხი იტყვის, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ.
მინდა, “ჩელსის” თავდამსხმელებზე მეტი გოლი გავიტანო. სეზონის ბოლოს ვნახავთ, ვინ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.” – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსის” თავდამსხმელებს ჯერ გოლი არ გაუტანიათ, 20 წლის ლუკაკუმ კი, 3 მატჩში, მეტოქეთა კარი უკვე 4-ჯერ აიღო.