ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტუნისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელს ტერფი აქვს დაზიანებული. ბელგიელთა თავკაცი მარკ ვილმოტსი დარწმუნებულია, რომ ლუკაკუ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. სავარაუდოდ, ფორვარდი 3-4 დღე იუქმებს.
ცნობისათვის, ბელგია მუნდიალში 17 ივნისს, ალჟირთან მატჩით ჩაერთვება.