სეზონის დასრულების შემდეგ, “ვესტ ბრომვიჩში” იჯარით მოთამაშე ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ლონდონის “ჩელსის” დაუბრუნდება. ამის შესახებ “ვესტ ბრომვიჩის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა განუცხადა Tribalfootball-ს.
“არასდროს მქონია იმედი, რომ “ჩელსი” ლუკაკუს მომდევნო სეზონშიც დაგვიტოვებდა. ბელგიელი ლონდონელთა საკუთრებაა და “სტემფორდ ბრიჯს” ზაფხულში დაუბრუნდება”, - განაცხადა კლარკმა.
შეგახსენებთ, რომ “ვესტ ბრომვიჩმა” 19 წლის ლუკაკუ სეზონის დაწყებამდე ინათხოვრა. ბრიტანულ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ბელგიელი კლარკის გუნდში მომდევნო სეზონსაც გაატარებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მილანის დიდი სიყვარულის მიუხედავად იმ გუნდის დდშვცი,რომელშიც 10 ნომერი ჰონდასნაირ სლეებს აცვია!
100%
ჰონდა კარგი ფეხბურთელია მარა ვერ მოიხოდა მილანში მაგის ბევრი მიზეზია და ჯობია წავიდეს.