ფეხბურთი

20:38 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს "ატლეტიკო" თითქმის გადაწყდა

 

დიდი ალბათობით, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ მადრიდის “ატლეტიკოში” იჯარით გადაბარგდება. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.

ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, კლუბები საიჯარო ხელშერულებაზე უკვე შეთანხმებულები არიან. მადრიდში გადაბარგების სურვილი თავად ახალგაზრდა ბელგიელსაც აქვს.

თუკი გარიგება ჩაიშლება და ლუკაკუ “ატლეტიკოში” არ გადავა, მადრიდელები “პორტუს” ფორვარდის – ჯექსონ მარტინესის შესაძენად იბრძოლებენ. ერთი ინფორმაციით, “ატლეტიკო” 27 წლის კოლუმბიელში 30 მილიონ ევროს იხდის.

0.120329