იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუკა ტონიმ "ვერონასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. 37 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებოდა.
გასული სეზონის დასაწყისამდე, იტალიელი თავდამსხმელი ვერონელებს "ფიორენტინადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 37 წლის ლუკა ტონიმ იტალიის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე