ფეხბურთი

16:16 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: "მუნდიალზე წასვლა? რატომაც არა?!"

36 წლის ფორვარდმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს. ტონი მეორე ახალგაზრდობას განიცდის "ვერონაში", სადაც გოლი გოლზე გააქვს. სერია A-ს ამ სეზონში 27 მატჩში 15 გოლი მიითვალა და მათ შორის, ბოლო გუშინ: "კიევოსთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში. "კიევო"-"ვერონა" კი, როგორც იცით, დერბია.

"ვერონაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ გოლები საკმაო რაოდენობისა გამაქვს. მუნდიალი? რატომაც არა?! იმედიც მაქვს, რომ ჩეზარე პრანდელი ყურადღებას მიაქცევს ჩემს შედეგიანობას. ნაკრებში ისეთი ფორვარდები ხვდებიან, რომლებსაც ჩემზე ცოტა გოლი აქვთ გატანილი და ამიტომაც, ღირს ჩემზე დაფიქრება" – განაცხადა ტონიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110047