ჭიდაობა

21:47 | 24.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “თავისუფალ ჭიდაობაში გატარებულმა ცვლილებებმა გაამართლა”

 

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე 6 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ბოლო მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 84 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ვლადიმერ გეგეშიძე მე-2 ადგილზე გავიდა.

“მსოფლიო სპორტი” ვლადიმერ გეგეშიძეს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს და მსოფლიო ჩემპიონ მიხეილ სალაძეს ესაუბრა.

ვლადიმერ გეგეშიძე: მეტის მიღწევა და ფინალის მოგებაც შემეძლო, მაგრამ ვერცხლის მედლით კმაყოფილი ვარ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემს წინაშე ტიტულოვანი რუსი მოჭიდავე გამოდიოდა.  

- კონკრეტულად რა მომენტში შეგეძლო მოგება?

- იყო მომენტი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. დავმარცხდი და მე-2 ადგილი დავიკავე.

ლუკა კურტანიძე: საქართველომ ამ ჩემპიონატზე მთლიანობაში კარგი შედეგი აჩვენა. ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილი დარჩა როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები. შედეგებიდან გამომდინარე თავისუფალ ჭიდაობაში გატარებულმა ცვლილებებმა გაამართლა, სადაც 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. შედარებით უკმაყოფილო ვარ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მხოლოდ 2 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი ავიღეთ.  

მიხეილ სალაძე: სამწუხაროდ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ამ ბოლო დროს სანახაობრივად ისეთი არ არის, როგორც ადრე იყო. აუცილებელია ცვლილებების გატარება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განხორციელდება. იგეგმება, რომ ეს ჭიდაობა უფრო სანახაობრივი გახდეს. არ მეგონა, თუ საქართველოში ჭიდაობა ასე უყვარდათ. დარბაზი თითქმის სავსე იყო, ახალგაზრდების მოსვლამ გამახარა. ეტყობა, ახალგაზრდობას არ დაუკარგავს ინტერესი სპორტის ამ სახეობისადმი.  


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 12.05.2019
sanzona (3181)

+100 - ში კარგად გვაქვს საქმე. თუში და ორი სრულფასოვანი მეორე ნომერი - მატი და ზაალისვილი. აი -100 რა გვეშველება ლიპოს შემცვლელი რომ არავინ ჩანს

14:54 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

არც 73-ში გვყავს ლაშას შემცვლელი.

14:39 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

კადეტებში ევროპა და მსოფლიო ისე მოიგო 73-კგ-ში, ასევე ახალგაზრდებში შარშანდელი მსოფლიო. რომ სულ უჭირდა წამოდგომა და სუნთქვა, მაგრამ ფინალში მაგრად დაახეთქა იაპონელი, რომელმაც 2 თვეში იაპონიის გრანსლემის ფინალი იჭიდავა. სავარაუდოდ ეს ბექაურის სტილია.

14:53 | 12.05.2019
sanzona (3181)

კი აქვს ეგ თვისებაც. თითქოს გაჭირვებით დაფარფატებს ხოლმე ტატამზე, გგონია ახლა წაიქცევა დაღლილობისგან და ამ დროს კარგ იპონს გამოაცხობს ხოლმე

13:58 | 12.05.2019
sanzona (3181)

სანებლიძე პროფესიონალურად თუ არ მიუდგა საქმეს, 30 წლამდე დარჩება "იმედის მომცემ ახალგაზრდად". ბოლო 3 წელი - არავითარი პროგრესი

14:33 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

კი ეგრეა

13:46 | 12.05.2019
sanzona (3181)

ბექაური რამდენადაც ძლიერია ტექნიკურად, იმდენად სუსტია ფიზიკურად. პირველივე სხვატკაში, პირველი წუთის მერე უკვე წამოდგომა და სუნთქვა უჭირდა. ეტყობა არაა შრომისმოყვარე

14:33 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. კუნთი და ძვალი არა არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ამასთან წონაც არ ყოფნის 90-ში საჭიდაოდ, დიდებშიც პირველად გამოვიდა. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

14:44 | 12.05.2019
sanzona (3181)

მართალი ხარ მაგრამ ბექაურს ფიზიკურად ახალგაზრდებში ჭიდაობის დროსაც უჭირდა და რასაც იგებდა, იგებდა ძირითადად ტექნიკის ხარჯზე. მოძლიერდეს ცოტა ფიზიკურად და დიდი სპორტსმენი დადგება

12:31 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

რით ვერ დაასრულა ავთომ მწვრთნელებთან კონფლიქტი? ეხლა ბაქოში გუჯეჯიანი და მოდებაძე არიან და არცერთი იყო ავთოს სეკუნდანტი. ჩირიკას წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მოდებაძესთან კონფლიქტია.

12:22 | 12.05.2019
basharski (219)

ცოდა დავაცადოდ ცჰირიკას მალე ზველ ფორმასჰი იქნება, დგეს ასჰკარად არ გაუმარტლა ტავის ილეტზე, არადა ჯობდა. ცოტა ხანსჰი ზველ ცჰირიკას ვნახავტ დაიჯერეტ

12:11 | 12.05.2019
sanzona (3181)

ეხ რა დრო დაუდგა ჩირიკას, მეჰდიევი რომ აიპონებს

12:15 | 12.05.2019
ცეზარ68 (94)

რა კაცი დავკარგეეთთ

12:09 | 12.05.2019
ცეზარ68 (94)

ეეხ ჭრიკი ჭრიკი

20:44 | 11.05.2019
fidofido (3392)

სუნთქავდა. იმედია პაუნაშვილი 2 არგამოვა და მიაღწევს წარმატებებს

20:43 | 11.05.2019
fidofido (3392)

ტატო ფიზიკას მიხედე თუ გინდა ანგარიშ გასაწევი ძიუდოისტი გახდე. ნახევარ ფინალში ვერარ სუნთქ

0.253667