“გლადბახის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი გერმანულ კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.
დე იონგი “გლადბახში” 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. 2012-13 წლების სეზონში, ბუნდესლიგაში, მან 23 თამაში ჩაატარა, აქედან 17-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, დე იონგი მოედანზე 13-ჯერ კი გამოჩნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მე-80 წუთამდე დე იონგი მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ გავიდა.
“მწვრთნელი არ მენდობა. მინდა, გასული ნახევარი წელი რაც შეიძლება მალე დავივიწყო.
ჩემი სურვილია მეტი ვითამაშო და მოედანზე მხოლოდ ბოლო 5 წუთით არ შევიდე.
ვფიქრობ, თუ მწვრთნელი ჩემზე შეხედულებას არ შეიცვლის, გუნდს დავტოვებ.” – აცხადებს ლუკ დე იონგი.