ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა ლუის ვან გაალმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე უნგრეთის, ხოლო 15 ოქტომბერს სტუმრად თურქეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე მიწვეულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ვან გაალმა მომავალი დაპირისპირებებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ტიმ კრული (“ნიუკასლი”, ინგლისი), მიხელ ვორმი (“სუონსი”, ინგლისი), იასპერ სილენსენი (“აიაქსი”).
მცველები: დარილ იამანტი, მარტინს ბრუნო ინდი, სტეფან დე ვრეი (ყველა “ფეინოორდი”), დეილი ბლინდი (“აიაქსი”), რონ ვლარი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ), იეტრო ვილემსი, ჯეფრი ბრუმა (ორივე პსვ).
ნახევარმცველები: იორდი კლასი (“ფეინოორდი”), ჯონათან დე გუზმანი (“სუონსი”, ინგლისი), კევინ სტროტმანი (“რომა”, იტალია), რაფაელ ვან დერ ვარტი (“ჰამბურგი”, გერმანია), სტეინ სხარსი (პსვ), უესლი სნეიდერი (“გალათასარაი”, თურქეთი), ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”, იტალია).
თავდამსხმელები: ჯერმეინ ლენსი (“დინამო” კიევი, უკრაინა), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), არიენ რობენი (“ბაიერნი”, გერმანია), დირკ კიუიტი (“ფენერბახჩე”), მემფის დეპაი (პსვ).