სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:45 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი კარიერის დასრულებას აპირებს

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მწვრთნელობამ დაღალა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ, კარიერას დაასრულებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ძალიან სარფიანი წინადადების შემთხვევაში შეცვლის.

“მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულება მინდა. ცხადია, თუ ისეთი წინადადება არ მექნება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი. მწვრთნელობამ დამღალა. მოთამაშეები მომენატრება, თუმცა სხვა საქმეებისთვის უფრო მეტი დრო მექნება. პრინციპში ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მსოფლიო ჩემპიონატი სამწვრთნელო მწვერვალია. ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ და ამიტომ, იქ მოხვედრა სურთ. თუმცა, მუნდიალზე სათამაშოდ ორი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევაა საჭირო. შეხედეთ ჩემს კარიერას. ყოველ წელს ტიტულს ვიგებდი, გარდა ბოლო წლებისა. მე მენტალიტეტით გამარჯვებული ვარ და მხოლოდ სიამოვნებისთვის არ ვმუშაობ. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მინდა. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, წარმატებისთვის კარგი შანსი რომ მქონდეს. ჩემს ფეხბურთელებსაც გამარჯვება სურთ” – იუწყება 62 წლის სპეციალისტის სიტყვებს ჰოლანდიური პრესა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117144