ფეხბურთი

0:57 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუის გუსტავო: “არსენალში” მინდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო აცხადებს, რომ მას კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელება სურს.

“ბაიერნთან” კონტრაქტი 2015 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ სათამაშო დრო მჭირდება, რადგან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მინდა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან დელიკატური დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ ჩემი შეძენით “არსენალია” დაინტერესებული და ამ გუნდში თამაში მინდა კიდეც. “არსენალი” დიდი ისტორიის მქონე კლუბია. “მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგაზე კარგ შედეგებს აჩვენებენ ხოლმე.” – ციტირებს გუსტავოს სიტყვებს A Bola.

გავრცელებული ინფორმაციით, “არსენალმა” “ბაიერნს”, გუსტავოს ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალურად მიმართა და მიუნხენელებს 17.2 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

0.121106