ფეხბურთი

17:13 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის გარსიამ კარიერა დაასრულა

35 წლის ესპანელმა შემტევმა, ლუის გარსიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია მან საკუთარი ვებგვერდით გაავრცელა.

ლუის ხავიერ გარსია სანსი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიური გუნდის გარდა მას “ვალიადოლიდში”, “ტოლედოში”, “ტენერიფეში”, “ატლეტიკოში”, “ლივერპულში”, “რასინგში”, “პანათინაიკოსში”, “პუელბაში” და ბოლოს “პუმასში” უთამაშია. 2005-2008 წლებში, გარსიამ ესპანეთის ნაკრების მაისური 20-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

ლუის გარსიას, “ლივერპულთან” ერთად, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი და ქომუნითი შილდი მოუგია. 2005 წელს ის უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი იყო.

0.119802