“ბარსელონას” მცველი კარლეს პუიოლი, შესაძლოა ლუის ენრიკეს ასისტენტი გახდეს, თუ “სელტას” მწვრთნელი ზაფხულში კატალონიურ კლუბს ჩაიბარებს.
Sport.es-ის ცნობით, 43 წლის სპეციალისტმა, რომლის მომსახურებითაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული, ასისტენტად პუიოლის მიწვევის სურვილი თავად გამოთქვა.
ენრიკეს იმედი აქვს, რომ კარლესის სტატუსი, ხასიათი და “ბარსელონას” ფეხბურთელების ცნობა, გუნდის მართვას გაუიოლებს. მას “სელტასთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ლუისს “ბარსელონაში” გადასვლის უფლებას მისცემენ, თუკი გუნდი პრიმერა დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.







