ფეხბურთი

17:17 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ადრიანო არ გაუშვა

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენაფლანგელი ადრიანო კორეია “რომაში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა და ტრანსფერი ჩაშალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იუწყებიან.

რომაელები 29 წლის ბრაზილიელში 10 მილიონ ევროს იხდიდნენ და “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები თანხმობას აცხადებდნენ. იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში, ადრიანოს წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნებოდა.

ტრანსფერის ჩაშლის გამო, “რომა” სხვა ფეხბურთელებზე გადაერთო. სატრანსფერო სიაში დავიდე სანტონი, ხუან ბერნატი და დომენიკო კრიშიტო არიან.

 

0.107524