“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში დებიუტის წინ კომენტარს აკეთებს და აპოელ-თან გასამართი მატჩის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
“მეტოქის სახელი, შესაძლოა, ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ეს თამაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პსჟ-სთან მატჩი. 3 ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ფეხბურთი სიურპრიზებითაა ცნობილი. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ გუნდი მეტოქეს სათანადოდ არ აფასებს.” – განაცხადა ლუის ენრიკემ ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინ.