ცნობილი ესპანელი მწვრთნელი ლუის არაგონესი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. Marca-ს ცნობით, სპეციალისტმა სიცოცხლის ბოლო დღეები ერთ-ერთ მადრიდულ კლინიკაში გაატარა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაგონესმა “ატლეტიკოში”, “ბარსელონაში”, “ბეტისში”, “ესპანიოლში”, “სევილიაში”, “ვალენსიაში”, “ოვიედოსა” და “მალიორკაში” იმუშავა. ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.