“სევილიას” საკუთრებაში მყოფმა და გასულ სეზონში “ბარსა ბ”-ში მოთამაშე თავდამსხმელმა, ლუის ალბერტომ დაადასტურა, რომ ის კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს.
“ბედნიერი ვარ იმით, რომ “ლივერპულში” გადავდივარ. ამ კლუბში ახალი კულტურა და ენა მელის, ასე რომ, ადაპტაცია დამჭირდება. თუმცა, კარიერაში ამ დიდი ნაბიჯისთვის მზად ვარ.
ვფიქრობდი, რომ “სევილიაში” დავბრუნდებოდი, მაგრამ შემდეგ “ლივერპულის” ვარიანტი გამოჩნდა და ამ შანსის გამოყენება გადავწყვიტე. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორად მოვიქეცი.” – ციტირებს ლუის ალბერტოს სიტყვებს Football Espana.
ესპანეთის მე-2 დივიზიონის გასულ გათამაშებაში, 20 წლის ლუის ალბერტომ “ბარსა ბ”-ს მაისურით 36 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება
ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია
რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.