ფეხბურთი

10:12 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუი ვან გაალი: “მანჩესტერში” მინდა”

 

ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი იმედოვნებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სწორედ ის გახდება. 

BBC-ის ცნობით, ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და 62 წლის სპეციალისტი ინგლისურ კლუბში ოფიციალურად მომავალ კვირაში დაინიშნება.
“მანჩესტერში” მუშაობა მინდა. ვიმედოვნებ, რომ ამის შესაძლებლობა მექნება. “მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. პრესაში საუბრობენ, რომ “იუნაიტედის” მწვრთნელი სწორედ მე ვიქნები, მაგრამ გასარკვევია რას ფიქრობენ თავად კლუბში” - განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელი ამჟამად საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს, მას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვება და შეთანხმების შემთხვევაში “წითელ ეშმაკებს” ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ მიაშურებს.

 

 

0.11634