ვეტერანი ურუგვაელი მცველი დიეგო ლუგანო კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. ამის შესახებ PianetaGenoa1893 იუწყება.
ლუგანოს მომავალი კლუბი “ჯენოა” იქნება, რომელიც ურუგვაელისთვის ევროპაში მეხუთე გუნდი გახდება. მანამდე, ლუგანო “ფენერბაჰჩეში”, პსჟ-ში, “მალაგასა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” თამაშობდა.
“ვფიქრობ, დღეს ან ხვალ შეთანხმებას მივაღწევთ და ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ალექსანდერ გარინიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუგანომ გასული სეზონი “ვესტ ბრომვიჩში” გაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა.
ლევან გოგოტიშვილი