ფეხბურთი

21:28 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ლუდოგორეცმა“ მწვრთნელი დაითხოვა

 ბელგრადის „პარტიზანთან“ ფრედ 0:0 ჩატარებული მატჩის მეორე დღეს ბულგარეთის „ლუდოგორეცმა“ მთავარი მწვრთნელი სტოიჩო სტოევი დაითხოვა. დროებით გუნდს კლუბის ჭაბუკთა აკადემიის დირექტორი გეორგი დერმენჯიევი უხელმძღვანელებს.

სტოევმა „ლუდოგორეცი“ ერთი წლის წინ ჩაიბარა, ახალი სეზონის სტარტი კი მისი დამრიგებლობით წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ყველა ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი მოიგო ლუქსემბურგის „დუდელანჟთან“. არადა, გასული სეზონი სტოევის „ლუდოგორეცისთვის“ მეტად წარმატებული იყო. „არწივებმა“ ბულგარეთში დუბლი გაახერხეს, ევროპა ლიგაზე კი მერვედფინალამდე გააღწიეს. ევროთასზე ბულგარულმა კლუბმა ზაგრების „დინამოს“, ჰოლანდიის პსვ-ს და რომის „ლაციოს“ მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163458