ფეხბურთი

22:51 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუმ “შახტართან” გაახანგრძლივა

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ უკრაინულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მის მომავალთან დაკავშირებით ჭორების გავრცელებას ბოლო მოუღო.

“შახტარის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუმინელი სპეციალისტი დონეცკში 2015 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და არაერთგზის გავრცელებული ინფორმაციით, ლუჩესკუ უკრაინას დატოვებდა. ცნობილი იყო, რომ მას “პარი სენ ჟერმენი” და “ინტერი” იწვევდნენ, მაგრამ რუმინელმა დარჩენა გადაწყვიტა.

მირჩა ლუჩესკუ “შახტარში 2004 წლიდან მუშაობს. დონეცკელებთან ერთად მან 15 ტიტული მოიგო.

0.124286