დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ადასტურებს, რომ მისი გუნდი 27 წლის რუმინელი თავდამსხმელის, ჩიპრიან მარიკას შეძენითაა დაინტერესებული.
მარიკა, ამჟამად, “შალკეს” საკუთრებაა, მაგრამ გელზენკირხენელებთან მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის და რუმინელიც თავისუფალი აგენტი ხდება. გავრცელებულ ინფორმაციით, მარიკას პრიორიტეტი კარიერის იტალიაში გაგრძელებაა, მაგრამ როგორც ირკვევა, მას “შახტარში” დაბრუნების შანსიც აქვს.
“მარიკას სიტუაცია ვიცი. მას ვუთხარი, რომ მისი ამბიციების შესაფერისი კლუბი მოძებნოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, მისი შეძენის ვარიანტს განვიხილავთ.” – აცხადებს ლუჩესკუ თანამემამულე ფეხბურთელზე.
ჩიპრიან მარიკა “შახტარში” 2004-07 წლებში თამაშობდა. დონეცკური კლუბის მაისურით ჩატარებულ 113 თამაშში მან 22 გოლი გაიტანა.