ფეხბურთი

13:52 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ "სტიაუას" "დინამოსთან" მატჩზე უყვება

თბილისის "დინამომ" ამ ზაფხულს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა იმ გუნდებთან, რომლებსაც რუმინელი მწვრთნელი ჰყავთ: მირჩა ლუჩესკუს დონეცკის "შახტართან" 1:0 მოიგო, ხოლო დან პეტრესკუს მოსკოვის "დინამოსთან" 1:1 ითამაშა.

მესამეც იქნება და გაცილებით მნიშვნელოვანი... თბილისის "დინამოს" ხომ ბუქარესტის "სტიაუა" ელის. აი, რას ამბობს ლუჩესკუ რუმინულ gsp-სთან საუბარში:

"დიახ, თბილისის "დინამოსთან" წავაგე, მაგრამ ახალგაზრდები ვათამაშე. 11 ფეხბურთელი ნაკრებში იყო წასული. 7 მოთამაშე აკადემიიდან იყო, რადგან რეზერვიც არ მყავდა. ჩემპიონთა ლიგის მატჩი სხვა იქნება. "სტიაუა" უნდა გავიდეს არათუ თბილისელებთან, არამედ ჯგუფურ ეტაპზეც უნდა მოხვდეს. "სტიაუასა" და თბილისის "დინამოს" შორის განსხვავება არის, ოღონდ, იმედია, რეგეკამპფი მოდუნების საშუალებას არ მისცემს თავის ფეხბურთელებს".        


0.120213